Sunday 7 April 2013

ხარება



     მოგესალმებით ჩემო მკითხველო როგორ ხართ, 

მინდა მოგილოცოთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაული. არ მინდა დავიწყო იმის მოყოლა რასაც ყველგან ნახავთ ხარებაზე. მე გიამბობთ მითს ხარებაზე რომელიც მე ბებიაჩემმა მიამბო:  "ხარაების ბრწყინვალე დღესასწაულზე ერთი ქალი რეცხავდა საპნით სარეცხს ეზოში როდესაც დაკონკილი სამოსით მგზავრმა ჩამოიარა და ქალს უთხრა: რომ არ შეიძლებოდა დღეს საქმის გაკეთება, 
სარეცხის დარეცხვა საპნით, ნემსის ხმარება და მიწის გადაბრუნება.
 ქალმა გაიცინა და კითხა თუ რატო არ შეიძლებოდა მგზავრმა მიუგო რომ დღეს ხარება იყო და მთელი დღე უნდა დაესვენა,  ამაზე ქალმა გადაიხარხარა და  თქვა: ხარება და ხარხარება ჩემი ოჯახის გახარებაო მერე ყურადღება აღარ მიაქცია მგზავრს და საქმე განაგრძო.   ცოტახანში ქმარ შვილს დაუძახა მაგრამ ხმა არავინ არ გასცა, ის სახლში შევიდა მათ სანახავად და გაქვავებული ოჯახი დაინახა.
  მას გახსენდა მგზავრის სიტყვები და ცხარე ცრემლით ატირდა მისი ცრემლები შვილის გაქვავებულ სახეს დაეწვეთა და გამოფხიზლდნენნ,
 ამის მერე აღარავინ არ აკეთებდა ხარების დრეს საქმეს.

  ასევე დგეს გავიგე ახალი რაღაც ხარებაზე და ამასაც გეტყვით    დღეს მეგობართან ვიყავი წასული ინგლისურზე ერთად დავდივართ და წიგნი მივუთანე ამ დროს დედამისი თევზს წვავდა  მიმიპატიჟა მე კი მადლობა და უარი ვუთხარი მან კი მითხრა რომ ხარებას ყველას ოჯახში უნდა გაეკეთებინათ თევზი და აუცილებლად უნდა შემეჭამა ცოტა მაინც .
 ამის მერე მე და ჩემი მეგობარი სხვა დაქალთან წავედით მასაც წიგნი მივუტანე "ჯინსების თაობა"  წასაკითხად მათხოვა იქაც თევზს წვავდნენ  :)  გამიკვირდა რადგან მე არ ვიცოდი ამაზე არაფერი მაგრამ ამის მერე მეცოდინება                                    

                                                                                                                                    

No comments: