Friday 5 April 2013

თინეიჯერი და სამუშაო




უნდა იმუშაოს თუ არა თინეიჯერმა ?

ამ კითხვასთან დაკავშირებით ბევრ ადამიანთან მქონდა საუბარი,  თინეიჯერებთანაც და დიდებთანაც. მათგან უმრავლესობა დადებითად აფასებს. დიდები ამბობენ მუშაობა კაია  მაგრამ  ჯერ მაინც ცოდოები არიან როცა გაიზდებიან მაშინაც ეყოფათ მუშაობა .თინეიჯერები კი მუშაობაში თავისუფლებას ხედავენ და გონიათ  თუ იმუშავებენ და ოჯახში ფულს შემოიტანენ  მშობლები ვეღარ დააძალებენ სწავლას.

ჩემი აზრით თუ თინეიჯერი იმუშავებს ძალიან კარგი იქნება ის  ისწავლის დროის გამოყენებას და  უფრო მობილიზებული გახდება .
ასევა თუ ის არ სწავლობს კარგად სკოლაში  და ფიქრობს რომ სწავლა არ სჭირდება ფულის საშოვნელად ნახავს თუ რა ძნელია ფულის შოვნა და ფიზიკური შრომა და ამის მერე მიხვდება თუ რატომ სჭირდება მას განათლება.

მაგრამ ისეთი სამუშაო უნდა იყოს რომ მან სწავლაში ხელი არ შეუშალოს და სწავლისთვისაც დარჩეს დრო .

სამწუხაროა ის რომ ჩვენთვის ძალიან ძნელია სამუშაოს ნახვა არავის არ უნდა მათთვის შესაძლები გრაფიკით რომ ამუშაონ  :) )))))

მე ძალიან მინდა მუშაობა თუნდაც დამლაგებლად  უბრალოდ მინდა რომ ფინანსურად ცოტათი მაინც დამოუკიდებელი ვიყო და როცა დამჭირდება თუნდაც რვეული მე  თვითონ ვიყიდო და არ წავიდე მშობლებთან ფულის სათხოვნელად.


No comments: