Friday 8 February 2013

მარად მწვანე კლასი

 პირველ რიგში მოგესალმებით,  დღეს მე მინდა გესაუბროთ ჩემს კლასზე,   რომელზეც ლეგენდები დადის    მთელ ახალციხეში, სამწუხაროდ ცუდი  მხრიდან უფრო გვიცნობს ხალხი ვიდრე კარგი მხრიდან  მაგრამ ჩვენს კლასს უფრო ბევრი კარგი  რამ გაგვაჩნია ვიდრე ცუდი.  დღეს მე მოგიყვებით რამოდენიმე  სიგიჟეს რაც ყველამ ერთად ჩავიდინეთ .
უკვე შარშან როდესაც ახალად მოვიდნენ სკოლაში მანდატურები   მასწავლებელმა გვითხრა რომ ოთხ ოქმს თუ  დაგვიწერდნენ  სპეციალურ სკოლაში გადაგვიყვანდნენ,  სადაც რთულად აღსაზრდელი ბავშვები სწავლობენ. ჩვენც დაგვაინტერესდა მართლა გაკეთებდნენ თუ არა და მეორე გაკვეთილიდანვე დავიწყეთ მზადება ოქმის მიასღებად  ანუ ხმაური და გიჟობა გაკვეთილზე.  მექვსე გაკვეთილზე უკვე გვქონდა ოთხი ოქმი დაწერილი მაგრამ რათ გინდა დარიგების მეტი არაფერი უთქვამთ .

 ჩემი კლასი ხშირად ვაწყობთ შატალოებს  მაგის მეტი რა უნდა დაგვრჩეს გასახსენებელი.    ოქმების მიღების მეორე დღეს  გადავწყვიტეთ გაპარვა,  მეორე გაკვეთილიდან წავედით  მდინარეზე,  სკოლასთან  ჩამოედინება. ვიმხიარულეთ, ვიჭყუმპალავეთ გავერთეთ და წამოვედით უკან სკოლაში მეშვიდე გაკვეთილზე მოვედით. ისე რომ დგესაც არ იციან ეს მანდატურებმა.
  მალევე წავიდა ერთი მანდატური რო გავიგეთ რო მიდიოდა სკოლაში გამოვაკარით ნეკროლოგი   ხელმოწერებით  ბიჭი გადაირია  და რო წავიდა სამახსოვროდ წაიღო.:დ

ხანდახან ბიჭები ატყუებენ მასწავლებლებს ვიატომ მთვრალები არიან.   ერთმა ვაფშე დირექტორი მოიყვანა ლოთები არიანო  დათვრებიან და მერე მოდიან სკოლაშიო. მერე ნახეს და არ იყვნენ მთვრალები, ეგრე ვატყუებთ ხოლმე  სულ იჯერებენ.

 ერთხელ ფიზიკის გაკვეთილზე ბიჭებმა  მასწავლებელს მოატყუეს ვითომ ჩხუბობდნენ სახესთან ხელი მიქონდათ და ურტავდნენ ვითომ სახეში არადა ხელზე ურტყავდნენ
 ქალი გაგიჟდა.  ერთხელ ცდის დროს მასწავლებელმა ხელსაწყოზე  თქვა გაფუჭებულია ეს და მეორეთი ჩავატაროთ ცდაო ბიჭებმა შეცვალეს,  შუა ცდის დროს გაისმა ბუხხხხხხხხხ და აფეთქდა,  ცეცხლი წაეკიდა  რამდენი ვიცინეთ .

წინა კვირას გართობა გვინდოდა და მოვაწყეთ გასვენება   კალიდორში  კედელთან სკამები ჩამოვამწკრივეთ შუაში მერხი კუბოდ, კარებზე მერხის თავი მივაყუდეთ ზედ ჯვარი დახატეს,   რომელიგაცა ფილოსოფოსის სურათი გამოვაკარით კარების თავზე,  ბიჭები სკამეზე დასხდნენ ტიროდნენ, მე მკვდარი ვიყავი;დ  გოგოებმა თმები გაიპუწკეს წიოდნენ , დამტიროდნენ,  ყვირდნენ," არ გაგატანთთთთთთთთთთთთთ მეც წამიყვანე გოგოოოოოოო "  და სხვა ბევრ რამეს წიოდნენ.  იქ ხალხი მოგროვდა .  მესამე სართულზე ვიყავით  და პირველი სართულიდან ამოვიდნენ ბავშვები წივილ კივილზე  . ჩამოივლიდნენ ბიჭებს ხელს ჩამოართმევდნე ვიზიარებთო, ჩემთან ანუ მკვდართან ქუდს იხდიდნენ  მანდატური სიცილიტ კვდებოდა, ხმაურზე მოვიდა სასწავლო ნაწილი ჩხუბის მაგივრად იცინოდა,   არ უჩხუბიათ.ასევე  ამ ოთხშაბათს დიდი ქორწილი და ლხინი გვქონდა   მთელი სკოლა ესწრებოდა.

ყოველ დღე ხდება ჩვენს კლასში სიგიჟები    ჩვენთვის მანდატურის გაკვეთილზე შემოსვლა უკვე ჩვეულებად იქცა შინაურია რა, დღესაც იყო  მთელი დღე ჩვენ კლასთან დგას;დ;დ
ყველას გადარეულები ვგონივართ რადგან ისინი ამას ვერსადროს ვერ ბედავენ   მაგრამ ჩვენს სპექტაკლებს სიამოვნებით ადევნებენ თვალს .

ყველას უქნარების კლასი ვგონივართ მაგრამ ასე არა ჩვენს კლაში  გვყავს;    ქართულ ხალხური ცეკვის მოცეკვავები, სამეჯლისო ცეკვის მოცეკვავე , გამომგონებელი და ლეონარდო დავინჩის მეხუთე ადგილის მფლობელი,     გიტარაზე დამკვრელები ,  მხატვრული ჩანახატების და თემების მწერი,, მხათვრულად ლექსის წამკითხი ,  ქართულ ხალხური სიმღერების მცოდნე,  მხათვრები ,  ერთი თანამედროვე სტილის მეორე კლასიკური  .
წარმატებული კარატისტი .   მუსიკალური სკოლის  უკვე სტუდენტი.  ფორტეპიანოზე დამკვრელი და   კიდე ბევრი მიღწევების მქონე  ბავშვები უბრალოდ კაი ხელი გვინდა რო მოგვხედოს დ ა დაგვაწყნაროს მანამდე კი კიდე ბევრი ვიგიჟებთ და ბევრო მასწავლებელი დატოვებს ჩვენს კლასს .

10გ კლასის სახელი არის "მარად მწვანე" ერთერთმა მასწავლებელმა დაგვარქვა მშობელთა კრებაზე მარად მწვანე კლასიაო იმიტომ რომ მაგ დროსაც ახალ გიჟობას ვგეგმავდით;დ;დ;



No comments: