Wednesday, 6 February 2013

ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი


ორი წელი დამრჩა სკოლის დამთავრებამდე და ჯერ არ ვიცი რომელი პროფესია მინდა შევისწავლო ექვსი წლიდან ვოცნებობდი რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი  და მქონოდა ჩემი გადაცემა  სკოლაში რომ მივედი   ერთერთმა მასწავლებელმა მკითხა თუ ვინ მინდოდა რომ გამოვსულიყავი ჩემი პასუხი იყო ინგა გრიგოლია მართლა და დღესაც ვოცნებობ რომ მასავით მიზანდასახული და ძლიერი ქალი გავხდე. გადიოდა დრო და უფრო და უფრო მინდოდა ჟურნალისტობა   მაგრამ    ჟურნალისტმა  მთელი თავისი დრო თავის სამუშაოს უნდა დაუთმოს  ეს კი ჩემს სურვილებს ეწინაღმდეგება მე მინდა ვიყო კარგი დედა და მე თვითონ ავღზარდო ჩემი შვილები ღამით დავაძინო დილით  თბილი ალერსით გავაღვიძო  ამიტომ სურვილი გავმხდარიყავი ჟურნალისტი გაუფერულდა და ეხლა არ ვიცი რა გამოვიდე .


ყველა თინეიჯერის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც უნდა ავირჩიოთ   და გადავდგათ ნაბიჯი ჩვენი მომავლისთვის, ანუ ჩვენ უნდა ავირჩიოთ  ის საქმიანობა რისი გაკეთებაც გვსურს ცხოვრებაში და რითაც  უნდა მივხედოთ ჩვენს ოჯახებს

ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც  უნდა გავამახვილოთ ყურადღება პროფესიის არჩევისას ეს არის ის საქმიანობა რასაც ხალისით და სიყვარულით აკეთებ და არა ის რასაც ვალის მოხდის მიზნით. თქვენი პროფესია ნამდვილად უნდა მოგწონდეთ და უნდა გქონდეს იმის სურვილი  რომ ემსახურო მას მთელი შენი ცხოვრება.

მომავალი პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინო   პირადი ინტერესები თუ რა გიყვარს შემდეგ რის გაკეთება შეგიძლია და  იცი თუ არა ის რაც უნდა იცოდეს  ამ პროფესიის მქონე ადამიანმა. არჩევანი  ძნელი გასაკეთებელია.   ძალიან ბევრი დრო სჭირდება  სწორი არჩევნის გაკეთებას .


3 comments:

marika chilashvili said...

chemi skolaaaaaa raaaaaaaaaaaaa

marika chilashvili said...

me aucileblad iuridiulze minda movxdeeee

mari yirimlishvili said...

xo vici sadac dadixar is xo sheni skola ara ;d;p;p iuridiuli kaia magram mtel cxovrebistvis ara cotaxnit ki