Wednesday, 13 February 2013

როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები


რა არის სტერეოტიპი?  ეს არის ვინმეს  შეხედულება ან მოსაზრება რაიმე საკითხზე,  რომელსაც გაუაზრებლად ეთანხმები  და არც კი ინტერესდები იმით შენ მართლა ფიქრობ თუ არა მასე.


სტერეოტიპებზე საუბარი არ არის ადვილი რადგან  ყველას  სხვადასხვა  შეხედულება აქვს ამ თემასთან დაკავშირებით და უმრავლესობას არ უნდა  იმის აღიარება რომ მათაც აქვთ სტერეოტიპი, რომლის ზეგავლენის ქვეშაც არიან ,ისინი მოქცეულები და რაც ყველაზე ცუდია ისინი ამ სტერეოტიპებს მარტო ხალხს კი არ უმალავენ, არამედ არც თავიანთ თავებს არ უტყდებიან  და ამიტომ ვერც ახერხებენ მათ დაძლევას. 

მე პირადად ვერ წარმომიდგენია ისეთი ადამიანი რომელსაც არ აქვს და არც ქონია სტერეოტიპი ,  იმიტომ რომ ეს ყველას ცხოვრების ნაწილია,  მეც მაქვს ბევრი სტერეოტიპი სამწუხაროდ ზოგის დაძლევა შემიძლია მაგრამ  ზოგს ვერ ვიშორებ :D ეხლაც ახალი სტერეოტიპი აღმოვაჩნე :D
 
რა უნდა ვქნა რომ მოვიშორო უაზრო სტერეოტიპები თავიდან,  ამაზე მეც ბევრი მიფიქრია   ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივდივარ   და ეხლა ყველას   გაგაცნობთ ჩემს მოსაზრებას, იმაზე თუ როგორ უნდა დავძლიოთ სტერეოტიპები. 

1). ჩამოვწეროთ ის სტერეოტიპები რაც გვაქვს.
.
2).მერე სათითაოდ ავიღოთ და განვიხილოთ ( რატო ვიზიარებთ  ამ მოსაზრებას )

3).მერე გადავამოწმოთ მართლა ისეა თუ არა რასაც ვფიქრობთ ან გვგონია,  (მაგ. თუნდაც რაიმე საჭმელზე რომელიც არასდროს გვიჭამია და საზიზღრობა გვგონია , შევჭამოთ და გავიგებთ მართლა ეგრეა თუ არა :D . ეს მარტივი მაგალითია   და ვინმემ შეიძლება ტქვას ყველა ეგრეთი ადვილად გასაკეთებელი ხომ არ არის .   მე კი ვიტყვი რომ შეუძლებელი არაერია  იქ სადაც მონდომება და სურვილია დაძლიო სტერეოტიპები   ხელს ვერაფერი შეგიშლის .

4).და ბოლოს  დრო არის საჭირო  და დრო დაგეხმარება გაქრო შენი ცხოვრებიდან არასასურველი სტერეოტიპები. (ანუ    დრო დაგჭირდება იმისთვის რომ კარგად გაცნობიერო ყველა სტერეოტიპის აზრი და მიხვდე რომ მას შენ არ იზიარებ  ან იცი უკვე რომ არ იზიარებ მაგრამ  ის ისევ შენი ცხოვრების ნაწილია და  ნელნელა ქრება ) 

იმედია  მოიშორებთ სტერეოტიპებს და მოხარული ვიქნები თუ რამით დაგეხმარებათ ჩემი რჩევები. 





























3 comments:

mamuka gigani said...

saintereso postia maari :)

Aishe Badalov said...

კარგი პოსტია მარი, მომეწონა!. ყველა არგუმენტი გააზრებულად და კარგად გაქვს ჩამოყალიბებული, თუმცა მეოთხე პუნქტში რას გულისხმობ ეგ ვერ მივხვდი, დროის საშუალებით როგორ ქრება სტერეოტიპი, მართლაც დამაინტერესდა, თუ გინდაა უფრო ვრცლად დაწერო ეგ, ან უბრალოდ დააკომენტარე, შენი პირადი მოსაზრება, მეოთხე პუნქთან დაკავშირებით, ან რაიმე არგუმენტი მოიყვანე. ამ პოსტში ვნახე ჩემი საყვარელი ფრაზა :) შეუძლებელი არაფერია იქ სადაც მონდომება და სურვილია ;)

mari yirimlishvili said...

xval gavavrcob upro advili gasagebi ro gaxdes dz gamexarda ro mogewonat;d