Friday 15 February 2013

სოფელი ხიზაბავრა : იდუმალებით მოცული ისტორია

დღეს მე მინდა გესაუბროთ ჩემს სოფელზე რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს  და მინდა ყველას გაგაცნოთ. რასაც მოგიყვებით ეს მე ჩემი ბებისგან ვიცი   ის უკვე  85 წლისა და მთელი ცხოვრება  ამ სოფელში გატარა 


  ხიზაბავრა მდებარეობს  საქართველოს სამხრეთით კერძოდ სამცხე ჯავახეთი, ასპინძის რაიონში.
   ჩემი სოფელი
  ხიზაბავრა  ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მდიდარი წარსულის მქონე მთელს სამხრეთ საქართველოში. ხიზაბავრა ბრინჯაოს ხანის სოფელია (ძვ.წ. აღ-ის V-IV ათასწლეულები).  , ლეგენდის მიხედვით სოფლის სახელწოდება მიღებულია ორი სოფლის სახელის – ხიზისა და ბავრის შეერთებით. დღეს, ხიზა ნასოფლარია, ხოლო სოფელი ბავრის ტერიტორიაზეა გაშენებული.

 ხიზაბავრაში უამრავი მიწისქვეშა გვირაბებია დე ეხლა მე გიამბობთ იმას თუ რატოა ეს გვირაბები.   როგორ ისტორიდან ვიცით სამცხე ჯავახეთს  ხშირად უწევდა თათრებთან ომი და თათრები   ხშირად აწიოკებდნენ ადგილობრივებს, ძარცვავდნენ სოფლებს  და ასე შემდეგ,  მაგრამ მათთვის აუღებელი სოფელი იყო ხიზაბავრა,  მათ ვერასოდეს ვერ მოახერხეს ამ სოფელზე გაბატონება   რადგან ამ სოფელში იყო და დღესაც არის მიწისქვეშა გვირაბები  თუ არ იცი ზუსტად სადა ვერც ვერასდროს მიაგნებ.   ეს გვირაბები ისეთი  მყარი დიდი და გრძელი იყო რომ შიგ  თვების მანძილზე იმალებოდა ხალხი თავიანთი   ქონებით, სახლები ჰქონდა მიწის ქვეშ  და   ამ  გვირაბის მეორე ბოლო მტკვართან ჩადიოდა,  იქ თევზაობდნენ,  თევზს ხარშავდნენ, ჭამდნენ და თევზის თავში არსებულ  ჯვრებს  სოფელში ყრიდნენ, თათრები ხომ მაჰმადიანები იყვნენ და ჯვრის ეშინოდა რომელიც ყოველ დღე  ხვდებოდათ სოფლის სხვადასხვა ადგილზე, სადაც ხალხი არ იყო  მათ ეგონათ რომ ამ სოფელში გრდძნეულები სახლობდნენ  და ამის მერე აღარ  მოდიოდნენ ამ სოფლის ასაწიოკებლად ეშინოდათ ;დ

ხიზაბავრაში კათოლიკური ეკლესიიიაა სახელად "იესოს გული". სოფლის მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა.  თავიდან  ამ სოფლის მოსახლეობა მართმადიდებელი იყო, მაგრამ    სულხან საბა ორბელიანი იყო წასული რომის პაპთან დახმარების სათხოვნელად  თათრებიდან ბრძოლაში დაგვეხმარეთო   მან კი დახმარების სამაგიეროდ 5 სოფლის გაკათოლიკება  მოითხოვა ერთერთი სიფელია ხიზაბავრა.  ნელნელა ხალხი ისევ უბრუნდება ძველ რწმენას .

იმედია მოგეწონათ რაც გიამბეთ მეც ბებიამ მიამბო  და ამ ამბავს სხვაგან ვერ ნახავთ


ეს ეკლესიაა სოფლის მის ძირში დღესაც არის შემორჩენილი უძველესი წყარო ამ წყაროში არის სწორედ ერთერთი გვირაბი.
ქვედა სურათებზე კი ხიზაბავრის ტერასებია  სადაც ხეხილი და ვაზი იყო ძველად გაშენებული და ახლა აღადგინეს

No comments: