Saturday 23 February 2013

კონფლიქტის მოგვარება ნაწილი 2

ანტიგლობალისტებისს მანიფესტაციის დროს ადამიანთა ჯგუფმა  ქვები დაუშინა  ტრანსნაციონალური  კომპანიის შენობას.  პოლიციამ რომელიც ამ შემთხვევას შესწრო , დაკავა ადამიანები რომლებმაც  შენობას ქვები დაუშინეს. ხალხმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრო და სერიოზილი ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს.

არის კითხვები და მოცემული ვარიანტები თუ როგორ უნდა მოიქცნენ პოლიციელები   ამ შემთხვევის აღმოსაფხვრელად.

1).დასშვები იქნებოდა,რომ პოლიციას ცეცხლი გაეხსნა მომიტინგეებისათვის,რომლებიც ქვებს ისროდნენ?

2).დასშვები იქნებოდა ტყვიამფრქვევიდან  ცეცხლის გახსნა(ეს უფრო სწრაფად  აღმოფხვრიდა პრობლემას, მაგრამ დასრულდებოდა მეტი მსხვერპლით)?

3).დასშვები იქნებოდა,რომ პოლიციას მეტი დრო დაეკარგა  და წყლის ჭალვი გამოეყენებინა?

4).დასშვები იქნებოდა,რომ პოლიციას  ძალის გამოყენებისაგან თავი  შეეკავებინა  და ამით  ესკალაცია ( გაფართოვება) აერიდებინა თავიდან?


 კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმარება შემდეგი სქემის ცოდნა 

კონფლიქტები  1).წაგება წაგება
  
                        2).წაგება მოგება

                        3). მოგება წაგება

                        4). მოგება მოგება

 აქედან სასურველია მოგება მოგება რომლის დროსაც ორივე მხარე მოგებული რჩება.   კომფლიქტის გადაჭრისას ისეთი გზა უნდა ავირჩიოთ რომელშიც ორივე მხარის ინტერესები იქნება დაცული და დაკმაყოფილებული.

ეხლა განვიხილოთ ზემოით მოცემული  თემის კითხვები და ავირჩიოთ გზა რომლის დროსაც ორივე მხარე მოგებული იქნება .  

1).ჩემი აზრით არ იქნებოდა დასაშვები ცეცხლის გახსნა რადგან   მომიტინგები  ამ აქცით თავიანთ აზრს გამოხატავენ   და ცეცხლის გახსნისას  საქმე გართულდებოდა  ასე რომ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები

2).მეორე ვარიანტი სასაცილო მგონია   არ არის ადამიანურად გამართლებული საქმის ძალით მოგვარება.  ვინც   განსხვავებულ აზრს გამოთქვამს თუ ყველა დავხოცეთ და მიწასთან გავასწორეთ კარგად ყოფილა ჩვენი ქვეყნის საქმე :D:D:D
ანუ არც ეს გზა სწორი

3).წყლის ჭალვის გამოყენება მეტ აგრესიას გამოიწვევს ხალხში და  მოხდებოდა საქმის ესკალაცია  ესე გამოირიცხა.

 დაგვრჩა ერთი გამოსავალი და ვნახოთ ეს მაინც თუ არის მისაღები

4). კარგი იქნება თუ პოლიცია ძალის გამოყენებაზე უარს იტყვის და დაიწყებს მოლაპარაკებას. გაიგებს რა მოთხიოვნები აქვთ მომიტინგებს და შემდეგ ყველა ერთად იმსჯელებს  მშვიდ გარემოში და მიაღწევენ კომფლიქტის გადაჭრის გზას სადაც ორივე მხარე მოგებული იქნება.
   პოლიცია დამყარებს წესრიგს, მომიტინგები  კი მიაღწევენ თავიანთი საქმის განხილვას  და რაც მთავარია არცერთ მხრეს არ ეყოლებათ დახოცილები.


დასკვნა ამ  ოთხი ვარიანტიდან მისაღებია მეოთხე გზა სადაც ადამიანობრივი ზარალი არ იქნება