Saturday 23 February 2013

კინფლიქტის მოგვარება ნაწილი 3

კომფლიქტები ყველას გვაქვს ცხოვრებაში გარკვეული დოზით
მათ შორის მეც,    მე არ ვარ კომფლიქტური და როცა ვხედავ რომ  იწყება ჩხუბი ვცდილობ გავერიდო ანუ არაფერი ვუთხრა ( ერთ ყურში შევუშვა და მეორედან გამოვუშვა)  მალე მობეზრდება იმასაც და ჩერდება, თუ უნდა მლანძღოს მაგრამ შეხებიან თუ არა ჩემს ოჯახს და მეგობრებს   ეს უკვე აუტანელი ხდება  ჩემთვის და მაშინ ვიწებ მე ჩხუბს და სანამ ბოდიშს არ  უხდის იმ ადამიანს ვისაც შეურაწყოფა მიაყენა იქამდე თავს არ ვანებებ.

ერთ ასეთ შემთხვევას მოგიყვებით: ჩემს საუკეთესო მეგობარს  კბილებზე ეკეთა  ბრეკეტები  რის გამოც კარგად ვერ ლაპარაკობდა, რაზეც დასცინოდნენ. ის არაფერს ეუბნებოდა მათ, მე  რომ  ვიწყებდი ჩხუბს მაჩერებდა, ერთხელ ნამეტანი მოუვიდათ ჩემს მეგობარს  თვალზე ცრემლი მოადგა   და წავიდა.   ჩემთვის ეს იყო ბოლო წვეთი , არ მიჩხუბია ყველას  ვუთხარი ვისაც რა ნაკლი ჰქონდათ  მათ შორის მეც,    მათ ავუხსენი რასაც გრძნობდა როცა დასცინოდნენ.  მას კარგად ვიცნობდი და ყველაფერი ვიცოდი მასზე  საბედნიეროდ გაიგეს რომ ამით ისინი მას კი არ დასცინოდნენ არამედ ყველას აჩვენებდნენ რომ გაუნათლებლები იყვნენ  და ვერ ხვდებოდნენ რისთვის ეკეთა მას ეს.ეს ყველამ აღიარა  მეორე დღეს ბოდიში მოუხადეს და ისევ მეგობრებად დავრჩით ყველა.   ისე მოხდა რომ მალე მე თვითონაც გავიკეთე ბრეკეტები  და სიამოვნებით ვამბობ რომ არცერთხელ არ დაუცინიათ ჩემთვის განა ჩემს გამო რომ კარგი ვარ არამედ იმიტომ რომ იცოდნენ რისთვის იყო ეს. ამის მერე ჩემს სამეგობროში ბევრმა გაიკეთა ბრეკეტები აღმოჩნდა რომ იმიტო არ იკეთებდნენ აქამდე რომ ეშინოდათ  ვინმეს არ დაეცინათ.

ყველა გამარჯვებულები ვართ იმიტომ რომ მეგობრობამ გაიმარჯვა და ერთმანეთი არ დაგვიხოცია :D:D

No comments: