Friday 22 February 2013

კონფლიქტების მოგვარება ნაწილი 1

დღეს მე მინდა გესაუბროთ კონფლიქტებზე და მის მოგვარების გზებზე, თუ რა ეტაპებია საჭირო კონფლიქტის მოსაგვარებლად ისე რომ ორივე მხარე მოგებული დარჩეს

  ეს ყველაფერი უკეთ რომ აგიხსნათ მაგალითად მოვიყვან ერთ ამბავს და შემდეგ ვიმსჯელებ რა უნდა გაკეთდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში  კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

არის ორი მეზობელი და მათი ეზოები ერთმანეთისგან არის ღობით გამოყოფილი, რომელიც უკვე დაძველებულია, ერთერთმა მეზობელმა უთხრა მეორეს რომ  საჭირო იყო ახალი ღობის გაკეთება  და ორივეს უნდა გაეწიათ ხარჯები მაგრამ მეორე უარზე იყო და ამბობდა რომ ღობე თავის მოვალეობას კარგად ასრულებდა, რადგან იმ მეზობლის ძაღლი ვერ შედიოდა მასთან.  ზოგადად ამ მეზობელს არ მოსწონს რომ მეორე მეზობელი თავს იწონებს ახალი ძვირადღირებული ნივთებით.

ეხლა განახებთ კონფლიქტების მოგვარების ექვს საფეხურიან გეგმას და შემდეგ ყველა საფეხურს განვიხილავ და ამის მერე მივაღწევ ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო გზის ნახვას.


კონფლიქტის გადაჭრის ექვსსაფეხურიანი მიდგომა

1).მოთხოვნები 
     s1              o            s1
2). კონფლიქტის განსაზღვრა.

3).კონფლიქტის გადაჭრის გზები

4).გადაჭრის გზების შეფასება
      s1            s2

5).საუკეთესო გზის არჩევა

6).გადაჭრის ეფექტურობის შეფასება .

უკვე გვავს მოცემული გეგმა რომლის დახმარებითაც  უნდა მოვაგვაროთ ზემოთ მოცემული პრობლემა.

პირველ რიგში უნდა  გავიგოთ  ორივე მხარის მოთხოვნა  და შეხედულება იმ საგანთან დაკავშირებით რაზეც მათ ჩხუბი მოუვიდათ.  მოვუსმინოთ ორივე მხარეს, შემდეგ უკვე გვეცოდინება რატომ მოუვიდათ მათ შეკამათება,  ამის შემდეგ ვეძებთ კონფლიქტის მოსაგვარებელ გზებს   ისე რომ ორივეს უფლებები დაცული იყოს,

ამ კონკრეტულ  ამბავში მოვისმენთ ორივე მეზობლის აზრს თუ რატო უნდა (არ უნდა )  ღობის გაკეთება.    კონფლიქტის მიზეზი არის ღობე  ერთს უნდა ახლის გაკეთება მეორე უარზეა.  როგორ მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი? უნდა მოვნახოთ  მოგვარების გზა  ისეთი რომლის დროსაც ორივე მოგებული იქნება.

1). ამ შემთხვევაში გადაჭრის საუკეთესო გზა იქნება თუ ერთი მეზობელი ფულს დადებს თუ მეორეს არ აქვს ფული .მეორე  კი ფიზიკურად  დაეხმარება გაკეთებაში.

2).მაგრამ ამ შემთხვევაში ერთს შურს და ამიტომ არ ეხმარება.    მეორეს შეუძლია უჩივლოს  უბნის ინსპექტორთან და კანონის ფარგლებში მოითხოვოს მისგან ღობის გაკეთებაში მონაწილეობა.
 მაგრამ მაინც პირველია კარგი თავის ნებით და არა ძალით.
მაგრამ მაინც ორივე მოგებული რჩება ორივესთვის კეთდება ეს ღობე