Saturday, 22 December 2012

ახალციხე რაბათი


ახალციხის ციხის აღმშენებლობა ემთხვევა სამხრეთ საქართველოში ქართველთა მეფის აშოტ პირველი კურაპალატის მიერ ტაო-კლარჯეთის

 დაარსებას. მისმა უმცროსმა ვაჟმა – გვარამ მამფალმა – IX საუკუნეში სამცხეში სამი ციხე ააგო: ლომსია, ოძრხე და ჯვარი.ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „ლომსია“ პირველად ახალციხის თავს დადგმულ ციხეს ერქვა, შემდეგ კი, როცა ამ ციხის გარშემო ქალაქი გაშენდა, ეს პუნქტი უკვე ახალციხედ მოიხსენიება. თვით ტოპონიმი „ახალციხე“ კი დაკავშირებულია ან ახალი ციხის აშენებასთან, ან ძველი ციხის განახლებასთან.ისტორიულ წყაროებში ახალციხე პირველად მოიხსენიება 1204 წელს, ბასიანის ომის დროს. თამარ მეფის სარდლები – შალვა და ივანე ახალციხელები მოხელეობის გზით ფლობდნენ ახალციხეს. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ მეოთხეს ახალციხის ციხე ერთგულების ნიშნად სულა კალმახელიძისთვის უბოძებია.XIII საუკუნიდან ახალციხის მფლობელი ხდება ჯაყელების საგვარეულო სახლი. ამ დროს სარგის ჯაყელი ინიშნება სამცხის მმართველად და იღებს ათაბაგის ტიტულს. სარგისი და მისი შვილი, ბექა მანდატურთუხუცესი, იწყებენ სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიების გაფართოებას და აღმშენებლობას, რასაც ხელი შეუწყო მათ ოჯახში გიორგი V ბრწყინვალის აღზრდამ და ტრაპიზონის იმპერატორთან, ალექსი კომნენოსთან, დამოყვრებამ. ამ პერიოდში აიგო მრავალი ციხე და მონასტერი: ზარზმა, ჭულე, საფარა. ამავე დროს შეიქმნა ბექა-აღბუღას იურიდიული დოკუმენტიც – „სამართლის წიგნი“. ჯაყელების საგვარეულო სახლის წარმომადგენლები ამ კუთხეს მე-19 საუკუნემდე ფლობდნენ.


სამცხის უკანასკნელი ქრისტიანი მმართველი იყო მანუჩარ III ჯაყელი, რომელიც მისმა ბიძამ, ბექამ, მოწამლა და თავად გახდა პირველი მაჰმადიანი მმართველი საფარ-ფაშას სახელით.

1453 წელს თურქ-ოსმალთა ტომებმა აიღეს კონსტანტინეპოლი და დაიწყეს საზღვრების გაფართოება მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე. 1578 წელს ოსმალთა ლაშქარმა მუსტაფა-ლალა ფაშას მეთაურობით ჩილდირის ციხესთან მოიგო ბრძოლა და დაიკავა მთელი სამცხე-საათაბაგო. ამ პერიოდიდან ოსმალებმა დაპყრობილ სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ნაცვლად „გურჯისტანის ვილაიეთი“ ანუ „ახალციხის საფაშო“ უწოდეს. ხანდახან მას „ჩილდირის საფაშოს“ სახელითაც მოიხსენიებენ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1828 წლის 15 აგვისტოს, რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა გენერალ პასკევიჩის მეთაურობით აიღო ახალციხე. ლეგენდის თანახმად, ქართველმა გენერალმა და პოეტმა-რომანტიკოსმა გრიგოლ ორბელიანმა ზარბაზნის ერთი გასროლით ჩამოაგდო მეჩეთის თავზე აღმართული მაჰმადიანური სიმბოლო – ნახევარმთვარე.
                                                             ახალი რაბათი


                                                                  ძთელი რაბათი




 მე ძველი რაბათი მომწონდა   რომ შეხვიდოდი შეგეძლო   რამოდენიმე საუკუნით უკან დაბრუნებულიყავი ახალში კი ეს შეუძლებელია:-)

2 comments:

Anonymous said...

Erti shenishvna iqneb dzveli da axali potoebi ertmanetizgan gamogeyo an dagewyvilebina, Areuli ro gaqvs :)

mari yirimlishvili said...

გავითვალისწინე შენიშვნა