Friday 28 December 2012

საახალწლო ტრადიციები

ტრადიცია არის წეს ჩვეულება რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა

ახალ წელს განსაკუთრებულად ვხვდებით საქართველოში.ქართველთა მეკვლედ წმინდანი დიდი ბასილი ითვლევოდა იმიტომ რომ პირველ იანვარს მისი ხსენების დღე იყო . ეს წმინდანი ძალიან უყვარდათ ქართველებს და მას ავედრებდნენ მომავალი წლის სიუხვეს.
ახალი წლის მთავარი ატრიბუტი  იყო ჩიჩილაკი. ჩიჩილაკი დიდი ბასილის წვერს წარმოადგენდა მას დახვეული წვერი ქონდა.



ჩიჩილაკს რთავდნენ სუროს ფოთლებით კუნელის წითელი მარცვლებით ჩურჩხელით  ტკბილეულით და სხვა ხილით. ჩიჩილაკს აკეთებენ ნედლი  თხილის ტოტით. აღმოსავლეთ  საქართველოში საახალწლო სუფრას ამშვენებდნენ ბედისკვერებით  მას კაცის ფორმა ქონდა და ბასილა ერქვა .
ასევე ბასილას საპატივსაცემოდ სუფრაზე უნდა დებულიყო ღორის თავი და სხვა საახალწლო კერძები მომავალი წლის სიმდიდრისთვის.

აღმოსავლეთ საქართველოში  შობიდან ახალ წლამდე კვირას ;წელშურის კვირა; ეწოდებოდა.
თუშეთში ; ქრისტეს წელშუ;
ამ პერიოდს ყველა ქეიფში ატარებდა.
სვანეთში ახალ წელს ;ზომხას; უწოდებდნენ
სამეგრელოში და გურიაში ;კალანდას; .


ჩემს ოჯახში ყოველ წელს დგას ჩიჩილაკი და რათქმაუნდა ნაძვის ხე. მე ძალიან მომწონს ჩიჩილაკი.


ჩიჩილაკთან დაკავშირებით არის ასეთი  თქმულება თუ დასაოჯახებელი მოიპარავს ის იმ წელს დაოჯახდება. მე  ამის არ მჯეროდა მაგრამ ჩემმა ერთმა მეზობელმა მომპარა და მართლა  გათხოვდა  უკვე შვილიც ყავს.ასევე როგორც კი ახალ წლიანობა გაივლის ჩიჩილაკი ან უნდა დაწვა ან წყალს გაატანო და სურვილი ჩაუთქვა მე დასაწველად ვერ ვიმეტებ და წყალს ვატან


ჩემი ოჯახი არის ძველი ტრადიციების მიმდევარი ჩვენი ოჯახური ტრადიციაა ახალ წელს  ყველა ერთად ვხვდებით. დილით მე ვაჭმევ და ვატკბობ მათ თაფლს შემდეგ ეზოში გავდივარ და ხილს და ტკბილეულს ვყრი . მერე მივდივარ მეკვლედ. როცა ჩვენი მეკვლე მოდის სკამზე ხორბალს ვუყრით და  ზედ ვსვავთ  იმიტომ რომ უხვი ახალი წელი დადგეს

თბილისში იყო ძვეად ასეთი ტრადიცია ოცდათერთმეტში  თორმეტ საათზე კარებს  აღებდნენ  რადგან მათ სჯეროდათ რომ ქალაქში ბედნიერება დადიოდა და ღია კარში აუცილებლად შევიდოდა.




No comments: