Sunday 5 May 2013

კოშმარები და სიზმრის ახსნა 2





გამარჯობათ როგორც იცით წინა პოსტში ვისაუბრე ჩემს კოშმარებზე რომ სულ სამ კომარს ვხედავდი დღეს მინდა მეორე კოშმარზე გესაუბროთ.

გეცოდინებათ თამაში ძაფზე ღილს რომ ვაცვავთ და მერე ვაბზრიალებთ და შემდეგ ყველაფერს ითრევს შიგნით,  ზუსტად მაგას გავდა ჩემი კოშმარი.
 ვიღაც ჩემი ნაცნობთაგანი აბზრიალებდა ვინ იყო არ ვიცი მაგრამ ნაცნობი იყო ,  ოღონდ ეს ბზრიალა ძალიან დიდი იყო და მასზე უნდას გამევლო ისე რომ არ ჩამოვარდნილიყავი და არც ღილი არ  მომხვედროდა.   თუ ჩამოვარდებოდი ყველაფერი ინგრეოდა და ნადგურდებოდა სულ მეღვიძებოდა. (ალბათ ვინმე იტყვის რა კოშმარიც ეს არისო მაგრამ მე არ შემიდზლია გადმოვცე ის საშინელი გრძნობა რაც მეუფლებოდა და რაც სულს მაძრობდა ეხლაც რომ ვიხსენებ რაღაცნაირი უდზლურების გრძნობა მიჩნდება ალბათ იმიტომ რომ ვერასდოვს ვერ ვარჩენდი სხვებს და ჩემი უძლურების გამო სხვები იხოცებოდნენ ) L
ღამებს ვათენებდი  თვალებს ვეღარ ვხუჭავდი კიდე არ დამესიზმროს  თქო J

No comments: