Monday 7 January 2013

ლიონელ მესი: “დაუჯერებელია”


მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა, “ოქროს ბურთით” ხელდამშვენებულმა არგენტინელმა კომენტარი გააკეთა და საუკეთესო სამეულში შემავალი მისი თანაგუნდელი ანდრეს ინიესტა შეაქო.
“მინდა გითხრათ, რომ ეს დაუჯერებელია. ეს ჩემი მე-4 ჯილდოა... ემოციების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მინდა შევაქო ჩემი “ბარსელონელი” კოლეგა. ანდრეს – შენთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. საუბარი მხოლოდ დღევანდელზე არ მაქვს. პატივია შენთან ერთად ვარჯიში და თამაში.
მინდა მაადლობა ვუთხრა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებს, ასევე ყველას, მწვრთნელებსა და სამწვრთნელო შტაბის სხვა წარმომადგენლებს.
მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებსა და ოჯახს, განსაკუთრებით მეუღლესა და შვილს. ეს უკანასკნელი საუკეთესოა მათ შორის, რაც ღმერთმა მომცა.” – განაცხადა მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელმა. 

No comments: