ზამთარია თოვლი და სიცივეა ყველგანა მე კი ისევ ზაფხულის მოგონებებში ვარ ჩაფლული
არ მინდა ამოსვლა არ მინდა დავივიწყო ის 10 უმშვენიერესი დღე რაც ამ ზაფხულში იყო
ეს დღები და მოგონებები ეკუთვნის ანაკლიას
ბანაკს სადაც ბავშვებს ულამაზებენ განა მარტო 10 დგეს არა არამედ მთელ ცხოვრებას
ტკბილ მოგონებად გვიტოვებენ ვიხედებით წარსულში და ვხედავთ იმ წუთებს ახალად რომ შევედით ბანაკში პირველად ვიძინებთ სრულიად უცნობების გარემომოცვაში გვენატრება ჩვენი ლოგინი და ვერ ვხვდეით რომ მალე წასვლა აღარ მოგვინდება არ გვინდა განშორება ამ უცნო მაგრამ უკვე ნაცნობ და საყვარელ ადამიანებთან
ისინი ხომ უკვე ჩვენში ცხოვრობენ უფრო მეტი იცი მასზე ვიდრე სხვებმა ვინებიც მათ დიდი ხანია იცნობენ
მოდის ბოლო განშორების დღე ტირი არ გინდა წასვლა და აი მაშინ ხვდები რომ შენ 1 სახლი კი არა უკვე ბევრი სახლი გაქ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მიხვდები რა იყო ამ ბანაკის მიზანი რომელიც ასე შეგყვარებია რომელიც შენს გულში სახლობს მენატრება ეს ყველაფერი და ისინი ვინც იქ გავიცანი :* ^-^
აქ ჩემს გუნდთან ერთად ვარ მხიარული სტარტები მოვიგეთ
No comments:
Post a Comment