გამარჯობათ რაღაც მინდა მოგიყვეთ რაც გუშინ ღამის 12 სათზე შემემთხვა უკვე დაწოლას ვაპირებდი როდესაც ბალი მომინდა რომელიც ეზოში მაქ ხო და გადავწყვიტე ჩავსულიყავი და პირი გამეტკბარუნებინა ავიღე დიდი ბატარეა გასანათებლად და ჩავედი ჩემი ძაღლიც ცუნცულით გამომეკიდა როცა ბალს ვჭამდი რაღაც ბალახებში ფხაკუნობდა სანახავად რო მივედი პატარა საყვარელი ზღარბუნია დამხვდა სადაც თავი უნდა ყოფილიყო რაღაც ყავისფერი ჰქონდა თავიდან მეგონა ფოთოლი იყო მერე რო დავხედე ბოთლის გადაჭრილი ყელი იყო საბრალო ისე პატარა იყო თავით შიგ იყო გაჭედილი ცდილობდა როგორმე გათავისულებულიყო მაგრამ ამაოდ
გადავწყვიტე დავხმარებოდი და გამეთავისუფლებინა მაგრამ ვერ ვადზრობდი მერე ეტკინებოდა სასწრაფოდ სახლში ავირბინე და მაკრატელი ჩამოვიტანე ბოთლის ყელი გავჭერი და ზღარბმაც უცებვე დამალა თავი ცოტახანი იქ ვიყავი ვუყურებდი ცუდად ხო არ იყო მერე წავედი სახლში დასაძინებლად ვერ დავიძინე გადავტრიალდებოდი ხან ერთ მხარეს ხან მეორე ბოლოს ისევ ავდექი და ჩავედი ეზოში ზღარბის სანახავად მაგრამ უკვე იქ აღარ დამხვდა წასულიყო სათი რო ვნახე უკვე სამი ხდებოდა
სამწუხაროდ სურათი ვერ გადავუღე არ მაქ ფოტოაპარატი მაგრამ იმათ ვისაც არ გყავთ ნანახი ზღარბი ინტერნეტსი ნანახ ზგარბის სურათს დავდებ აი ასეთი საყვარელი და ლამაზზი იყოო :))))<3
No comments:
Post a Comment