დღეს სკოლაში რუსულის გაკვეთილზე წავიკითხეთ გაკვეთილი სადაც ეწერა ფილოსოფოსების გამონათქვამები იმ დროის ახალგაზრდებზე ისე მომეწონა გადავწყვიტე აქ დამეწერა, ყველას რომ ენახა ეხლა გაგაცნობთ ამ გამონათქვამებს ოღონდ იცოდეთ რომ რუსულიდან ვთარგმნი.
1).დღევანდელ თაობას უყვარს ფუფუნება, და ისინი არ სცემენ პატივს დიდი თაობის წარმომადგენლებს.
2).მე ყველა იმედი დავკარგე იმის რომ ეს ქვეყანა გადარჩება. დღევანდელი თაობა საშინელება.
3) მსოფლიო ყველაზე კრიტიკულ სტადიაშია , ბავშვები საერთოდ აღარ უსმენენ თავიანთ მშობლებს.
4). ეს თაობა საერთოდ არ მისდევს ტრადიციებს და არ აქცევა მას ყურაღებას.
5). ისინი მთელ დროს თავიანთ ოთახებში ატარებენ და სულ იძახიან რომ დაღლილები არიან :D
6).როგორ უნდა მივცეთ მათ ქვეყნის სადავები ხელში როგორ უნდა მიხედონ მათ ქვეყანას.
7).ჩვენი ახალგაზრდების შემყურეს შემიძლია ვთქვა რომ ქვეყნის აღსასრული მოახლოვდა.
ეს ყველა გამონათქვამი ძველია და იმ ფილოსოფოსებს ეკუთვნით რომლებიც საუკუნების წინ იყვნენ ერთერთია სოკრატე,
წარმომიდგენია სოკრატე რო გაცოცხლდეს რა რეაქცია ექნება დღევანდელ ახალგაზრდობას რო დაინახავს გული დარტყავს და ხელახლა მოკვდება :D
ისე კი შეცდნენ რო ამბობდნენ როგორ უნდა მიხედონ ქვეყანას აღსასრული მოვიდაო .შეცდნენ იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ეგ თქვეს უკვე საუკუნები გავიდა მაგრამ არ გაგვინადგურებია ჯერ კიდე ბოლომდე მაინც.:D
No comments:
Post a Comment