ორი წელი დამრჩა სკოლის დამთავრებამდე და ჯერ არ ვიცი რომელი პროფესია მინდა შევისწავლო ექვსი წლიდან ვოცნებობდი რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი და მქონოდა ჩემი გადაცემა სკოლაში რომ მივედი ერთერთმა მასწავლებელმა მკითხა თუ ვინ მინდოდა რომ გამოვსულიყავი ჩემი პასუხი იყო ინგა გრიგოლია მართლა და დღესაც ვოცნებობ რომ მასავით მიზანდასახული და ძლიერი ქალი გავხდე. გადიოდა დრო და უფრო და უფრო მინდოდა ჟურნალისტობა მაგრამ ჟურნალისტმა მთელი თავისი დრო თავის სამუშაოს უნდა დაუთმოს ეს კი ჩემს სურვილებს ეწინაღმდეგება მე მინდა ვიყო კარგი დედა და მე თვითონ ავღზარდო ჩემი შვილები ღამით დავაძინო დილით თბილი ალერსით გავაღვიძო ამიტომ სურვილი გავმხდარიყავი ჟურნალისტი გაუფერულდა და ეხლა არ ვიცი რა გამოვიდე .
ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება პროფესიის არჩევისას ეს არის ის საქმიანობა რასაც ხალისით და სიყვარულით აკეთებ და არა ის რასაც ვალის მოხდის მიზნით. თქვენი პროფესია ნამდვილად უნდა მოგწონდეთ და უნდა გქონდეს იმის სურვილი რომ ემსახურო მას მთელი შენი ცხოვრება.
მომავალი პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინო პირადი ინტერესები თუ რა გიყვარს შემდეგ რის გაკეთება შეგიძლია და იცი თუ არა ის რაც უნდა იცოდეს ამ პროფესიის მქონე ადამიანმა. არჩევანი ძნელი გასაკეთებელია. ძალიან ბევრი დრო სჭირდება სწორი არჩევნის გაკეთებას .
3 comments:
chemi skolaaaaaa raaaaaaaaaaaaa
me aucileblad iuridiulze minda movxdeeee
xo vici sadac dadixar is xo sheni skola ara ;d;p;p iuridiuli kaia magram mtel cxovrebistvis ara cotaxnit ki
Post a Comment