Sunday 19 January 2014

ბედნიერი ზაფხული



ზამთარია თოვლი და სიცივეა ყველგანა მე კი ისევ ზაფხულის მოგონებებში ვარ ჩაფლული
 არ მინდა ამოსვლა  არ მინდა დავივიწყო ის 10 უმშვენიერესი დღე რაც  ამ ზაფხულში იყო
  ეს დღები და მოგონებები ეკუთვნის ანაკლიას
 ბანაკს სადაც  ბავშვებს ულამაზებენ განა მარტო 10 დგეს არა არამედ მთელ ცხოვრებას

 ტკბილ მოგონებად გვიტოვებენ  ვიხედებით წარსულში  და ვხედავთ  იმ წუთებს ახალად რომ შევედით ბანაკში პირველად ვიძინებთ სრულიად უცნობების გარემომოცვაში გვენატრება ჩვენი ლოგინი და ვერ ვხვდეით რომ მალე წასვლა აღარ მოგვინდება არ გვინდა განშორება ამ უცნო მაგრამ უკვე ნაცნობ და საყვარელ ადამიანებთან
 ისინი ხომ უკვე ჩვენში ცხოვრობენ  უფრო მეტი იცი მასზე ვიდრე სხვებმა ვინებიც მათ დიდი ხანია იცნობენ
 მოდის ბოლო  განშორების დღე ტირი   არ  გინდა წასვლა და აი მაშინ ხვდები რომ შენ 1 სახლი კი არა უკვე ბევრი სახლი გაქ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მიხვდები რა იყო ამ ბანაკის მიზანი რომელიც ასე შეგყვარებია  რომელიც შენს გულში სახლობს  მენატრება ეს ყველაფერი და ისინი ვინც იქ გავიცანი  :*  ^-^
აქ ჩემს გუნდთან ერთად ვარ მხიარული სტარტები მოვიგეთ

აქ ჩემს გუნდთან ერთად ვარ მხიარული სტარტები მოვიგეთ

აქ ოლიმპიადის გახსნა  იაპონია  გეიშები შუა მე ვარ


აქ კი უბრალოდ  მე ბუნგალოში

No comments: