Sunday 7 July 2013

ვარდავარი სომხური ტრადიცია



ვარდავარი, ტრადიციული დღესასწაული, რომელიც აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება, ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა ახალციხეში,  აღნიშნეს ეს დღესასწაული რომელის დროსაც ბევრი უნდა იწუწაო

ვინც არ იცით რათქმა უნდა გაგიჩნდათ შეკითხვა რაო ?

აი ამიტო წაიკითხეთ და გაიგებთ :) :D

ვარდავარი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეს ფერისცვალებას უკავშირდება. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე მოციქულებთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე და ნათლით შეიმოსა, ფერი იცვალა. სახარებაში ნათქვამია, რომ ქრისტეს სამოსი გასხივოსნებული იყო. სწორედ ეს დღესასწაული დაედო საფუძვლად ერთმანეთისთვის წყლის შესხმას, წუწაობის ძველ ტრადიციას. წყლის შესხმის დროს მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ. მათი რწმენით, წყალი განასახიერებს საღმრთო მადლს.

მე ვცხოვრობ იმ უბანში სადაც ჩემს მეზობლად ცხოვრობენ სომხები  ხო და რო ავდექი   დამიძახეს გავედი და უცებ გადამავლეს წყალი  ცივიიი  :)

აღარ მახსოვდა როდის იყო ხო  და არც მე დავრჩი ვალში ეზოში წყალი დიოდა მეც ავიღე შლანგი და მივუშვირე და გავწუწე იმდენი ვიცინე   რადგან დიდებიც და მოხუცებიც წუწაობენ ამ დრეს და ყველა  ერთად ზეიმობს :) :)  სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა

No comments: