Friday 12 April 2013

9 აპრილი


 

  გამარჯობათ როგორ ხართ

  როგორც იცით რამოდენიმე დღის წინ  9 აპრილი იყო დღე როდესაც საქართველოს   ყველა მცხოვრები გაერთიანდა იმისთვის რომ საქართველოსთვის ჩვეული თავისუფლება დაებრუნებინათ .    

  ამ დღის მონაწილები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრებიც . დედაჩემი დარბევის დროს ქაშუეთის ეკლესიასთან იყო  მეგობრებთან ერთად.  ის მონაწილეობას იღებდა მშვიდობიან აქციაში  რომლის მიზანი საქართვეწლოს დამოუკიდებლობა  იყო . ღამის ოთხი საათისთვის დაიწყეს დარბევა გაუშვეს დღემდე დაუდგენელი გაზი   სწორედ ამ გაზით მოიწამლნენ იქ მყოფნი მათ შორის დედაჩემიც საბედნიეროდ მისმა მეგობრებმა ის იქიდან წაიყვანეს იქვე მცხოვრები მეგობრის სახლში
 მისმა ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ როცა მათ დილით გაიგეს  ამ ღამეს რაც მოხდა ისინი მთელი დღე ეძებდნენ დედაჩემას სავადმყოოებში და მორგვშიც კი.   საბედნიეროდ ის არცერთში არ იყო, მაგრამ მერე მაინც მოუხდა მკურნალობა. 

  მის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა ის კადრები რასაც ის შესწორ და როცა ახსენდება თვალები სულ უცრემლიანდება
    მე მეამაყება  რომ დედაჩემიც მონაწილეობდა ამ აქციაში .  
იმ დროს მეც რომ ვყოფილიყავი იქიდან ფეხს არ მოვიცვლიდი  .  

სამწუხაროდ ამ დღეს დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა  ბევრი  
ეს დღე ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ და პატივი უნდა ვცეთ გარდაცვლილ გმირებს. 





  იმედია მოგწონთ ჩემი დაწერილი თემები  ჭრიჭინაა   მე ყოველთვის სიამოვნებით ავაჭრიჭინებ ფუცლებს თქვენტვის ბ  ფურცლებს თქვენთვის                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

No comments: