Saturday 9 March 2013

ახალციხიდან თბილისამდე

მოგესალმებით ჩემო მკითხველნო როგორ ხართ მე შესანიშნავად. როგორც იცით მე თბილისში ვიყავი . ახალციხიდან   თბილისამდე 220 კილომეტრია  და 3 სათია საჭირო ჩასასვლელად ეხლა მოგიყვებით თუ როგორ გაიწელა ეს გზა ჩემთვის   რას ვგრძნობდი სანამ ჩავიდოდი და სანამ დაჯილდოვება დამთავრდებოდა.

გათენდა 2 მარტი, მე დამათენდა,  ფიქრებთან ერთად სადღაც დავფრინავდი  ხან რაზე ვფიქრობდი ხან რაზე.  დილით ადრე ავდექი ვეღარ ვითმენდი  დავდიოდი აქეთ–იქით  მალე სახლიდან გამოვედი დედიკომ მაკოცა და წარმატებები მისურვა  დათქმულ ადგილამდე ჩემ ძმამ მიმაცილა მაკოცა და სიცილით მითხრა "გამარჯვების გარეშე არ დაბრუნდე თორემ წელში გადაგამტვრევ "ჩემმა დაქალმაც იგივე მითხრა  :D :D

დაიძრა მანქანა  გულის ცემაც  გაძლიერდა  ამოხტომას ლამობდა. გზად ულამაზესი ხედები იშლებოდა   ბორჯომის ხეობა ისეთი ლამაზი და თვალის მომჭრელი იყო  სიამაყით მევსებოდა გული,  საქართველო გვირილას გავს  მას ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ფურცელი აქვს  ყველა თავის მხრივ ლამაზია  როგორც საქართველოს  მხარები ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან და ყველა ლამაზია.
 ეხლა განახებთ იმ ხედს რასაც მე ვხედავდი  ბორჯომის ხეობა


ნელნელა წინ მივიწევდით გზა მოკლდებოდა მაგრამ გულისცემა უფრო ხშირდებოდა  ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდით  მალე ხაშურამდეც მივაღწიეთ



გულისცემა კვლავ მატულობდა ბოლოს როგორც იქნა ჩავედით თბილისში  მაგრამ იქ რომ მივედი უკვე სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი რაც მაწუხებდა და გულს მტკენდა   ეს იყო ის ხედები რაც მე გზად მეშლებოდა ულამაზესი გარემო ბუნება ყვავილებით მორთული მაგრამ მიხვალ თუ არა ახლოს სულ სხვა რაგაცა  ჩნდება 


ნაგავი   რატო უნდა ეყაროს ყველგან    ეს ყველაფერი   საშინელი სანახავია.  საქართველო ჩვენი ყველა აქ მცხოვრების სახლია,   განა სახლში შეიძლება ნაგვის დაყრა    არა იქ არავინ არ ყრის იმიტომ რომ ის მისი საკუთრებაა რა საქართველო შენი არაა?   სახლს ზოგი მხოლოდ იმიტომ ალაგებს სტუმარი რომ მოვიდეს არ შევრცხვეო, მაგრამ ტურისტები არ არიან სტუმრები?  რატო  არ ვუფრთხილდებით გარემოს რატო ვყრიტ ნაგავს ?  იმის მაგივრად რომ გავუფრთხილდეთ გარემოს პირიქით ვიქცევით

ჩემი თხოვნა იქნება გავუფრთხილდეთ გარამოს 

ამ ფიქრებმა გამაძლებინეს თბილისამდე და მერე ახალციხემდე


No comments: