Saturday 16 February 2013

ბავშვი და ფული



ყოველთვის ისმის კითხვა; 1). უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს  ჯიბის ფული?

 რა სიხშირით და რა რაოდენობით უნდა მისცეს შვილს მშობელმა ფული  ან რა ასაკიდან
ისე რომ  შვილმა გაცნობიეროს რა არის ფული რისთვისა საჭირო  როგორ და რაში უნდა დახარჯოს .

 ხშირად გამიგია ბავშვი ბავშობიდან არ უნდა მიაჩვიო ტყუილუბრალოდ ფულის მიცემას მიეჩვევა მერე და ცუდია,  ასევე ისიც რომ შვილს უნდა დანახო რა რთულია  ფულის შოვნა უნდა ასწავლო ისიც თუ როგორ დახარჯოს სწორად.
ასევე ცუდია როცა ბავშვს ყოველ  მიღებულ კარგ ნიშანზე ფულს ჩუქნიან ბავშვი ეჩვევა რომ ის სწავლობს  ფულისთვის და არა თავისთვის.
კიდე საოჯახო საქმეების გაკეთების შემდეგ რომ აძლევენ ჯილდოდ არც ესა კარგი,  ეს საქმე მან იმიტომ კი არ უნდა გაკეთოს რომ ფული მისცენ არამედ იმიტომ რომ თავისი მოვალეობა შეასრულოს რაც მას როგორც ოჯახის წევრს აკისრია.

მაგრამ მე მომწონს როცა ბავშვს გაკეთებული საქმის მერე ფულს აძლევენ, ის ამით სწავლობს იმას რომ ფული შრომით უნდა იშოვოს მაგრამ სანამ ბავშვი გაიზრდება და    თვითონ დაიწყებს ფულის გამომუშავებას თავისი შრომით მშობელმა უნდა მისცეს,  რადგან ბავშვსაც სჭირდება  ჯიბის ფული,  როგორც დიდი ადამიანი გრძნობს თავს  თავდაჯერებულად როცა ჯიბეში ფული აქვს და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გამოყენება ასევეა ბავშვიც  მაგრამ  მშობლებმა უნდა აკონტროლონ ბავშვი ჩუმად ისე რომ ბავშვი ვერ მიხვდეს  მშობელმა ყოველთვის უნდა იცოდეს რა წრეში ტრიალებს მისი შვილი და მისგან მიცემული ფულით რას ყიდულობს.
ასევე შვილებს მშობლებმა უნდა ასწავლონ ფულის ხარჯვის ეკონომია  და  სწორი არჩევნის გაკეთება ყიდვისას რა  სჭირდებათ მართლა და რა არა. ეს დაეხმარება ბვშვს ფულის დაზოგვაში.

No comments: