Wednesday 20 February 2013

როგორ ვისწავლოთ კარგად?



როგორ ვისწავლოთ კარგად?

წესი #1 - არ ვჯდებით კომპიუტერთან მანამ სანამ ყველაფერს არ ვიმეცადინებთ.

ეს წესი ყოველთვის ძალიან გამოგადგებათ. ესეიგი მოდიხარ თუ არა სკოლიდან სახლში ნუ მიუჯდები კომპიუტერს, ვინაიდან ის ის არის უნდა მოეშვათ მას და წიგნი ხელში აიღოთ უცებ ერთი ახალი შეტყობინება (Notification)-ი მოგდით და თავს ვეღარაფერს უხერხებთ. ამიტომაც მოსვლისთანავე დაივიწყეთ ყველა გასართობი და მეცადინეობას შეუდექით. თუ მაინც და მაინც ძალიან გადაღლილი ხართ 10 წუთით წამოწექით ან რაიმე მიირთვით


წესი # 2 ნუ იმეცადინებთ წამოწოლილი, ''ნაუშნიკებით'' ყურში, ფეისბუქში შემოსული და ა.შ.

ალბათ ბევრი თქვენგანი ცალი ხელით ჩატში ვიღაცას მესიჯს წერს და ცალი ხელით რაღაცას წერს ან თუნდაც მუსიკას უსმენს და ფიქრებშია წასული... მართალია თქვენ გგონიათ, რომ ორივე საქმეს ერთად აბამთ თავს, მაგრამ ბოლოში აღმოჩნდება, რომ თქვენ საქმე გააკეთეთ, თუმცა უხარისხოდ. გირჩევთ მაგიდას სკამზე მოხერხებულად მიუჯდეთ წინ ყველანაირი გასართობის გასართობის გონება მხოლოდ სასწავლი მასალისკენაა მიმართული და კონცენტრაცია არაფრისკენ გეფანტებათ. საბოლოოდ,მიხვდებით, რომ ასე ნასწავლი გაკვეთილი ბევრად ხარისხიანია და ის დიდი ხნით დაგამასხსოვრდებათ.

წესი # 3 თუ არ გესმით რომელიმე საგანი ნუ გადაწყვეტთ, რომ სხვა საგნები არ იმეცადინოთ.

ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლეს ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა ან ყველა მათგანი არესმის. ამ შემთხვევაში ისინი უარს ამობბენ თუნდაც გეოგრაფიის, ისტორიის, ქართულის ან რომელიმე ჰუმანიტარული საგნის შესწავლაზე. ეს დიდი შეცდომაა. თუ თქვენ არ გაგაჩნიათ მათემატიკური ნიჭი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე ხელი უნდა ჩაიქნიოთ. პირიქით, ისწავლეთ სხვა საგნები კარგად, რადგან სიტყვაზე ისტორიის ან ქართულის წაკითხვას, სწავლას და მოყოლას დიდი ნიჭი არ სჭირდება.

წესი # 4 შეეცადეთ რაც შეიძლება წინ წაიგდოთ საქმე.

ნუ ფიქრობთ, რომ რადგან პარასკევი დადგა ორშაბათი აღარასდროს მოვა. წინ ხომ
მხოლოდ 2 დღე გაქვთ. ნუ მიიყვანთ იქამდე, რომ კვირას, საღამოს გაგახსენდეთ: ''უი არაფერი მქონია ნამეცადინები'' კარგი იქნება თუ გაკვეთილების ნაწილს პარასკევსვე მოითავებთ ან თუნდაც მთლიანად იმეცადინებთ მათ. ამით ხომ მხოლოდ თქვენ მოიგებთ - მთელ შაბათსა და კვირას მეგობრებთანგართობაში გამოიყენებთ.

წესი #5 იყავით მიზანდასახული!


თუ როდესმე ცუდ ნიშანს მიიღებთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი! პირიქით მოუმატეთ სწავლას და ყველას დაუმტკიცეთ, რომ შეგიძლიათ საუკეთესო იყოთ. მიზნად დაისახეთ, რომ ათოსანი გახდეთ და ამისთვის ყველა ზემოთმოყვანილი წესი გაითვალისწინეთ. მერწმუნეთ, კარგად სწავლით პირველ რიგში საკუთარ თავს სცემთ პატივს, პირველ რიგში საკუთარ მომავალს იშენებთ. ხომ გაგიგიათ
''სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო''

ძალიან კარგი რჩევებია მე მხოლოდ ერთს დავამატებ ეს რჩევები ყოველ დღე წაიკითხე   და ისწავლე მერე
წყარო:miyvars.ge