Monday 18 February 2013

საიდუმლოებები, რომლებსაც მონა ლიზა ინახავს


image

მონა ლიზა მე_16 საუკუნის შედევრია. შესრულებულია ლეონარდო დავინჩის მიერ ზეთის საღებავით. ეს ხელოვნების ნიმუში ასახავს საიდუმლებით მოცულ ქალს, რომელიც ირონიული ღიმილით უმზერს მნახველს.
ცნობილია, რომ პორტრეტი ეკუთვნის ფლორენციელი მდიდარი ვაჭრის ცოლს, ლიზა გერარდინის. ''მონა'' კი თანამედროვე იტალიურში ქალბატონს ნიშნავს. მონა ლიზა მეთექვსმეტე საუკუნეში სულაც არ ყოფილა განსჯის საგანი და არც განსაკუთრებული ინტერესი არ დაუმსახურებია. უცნაურია, მაგრამ 1503 წელს საფრანგეთის მეფემ პორტრეტი შეიძინა და აბაზანაში დაკიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პორტრეტს ყურადღება არ მიუპრია. დღესდღეობით კი მილიონობით მნახველი სტუმრობს ლუვრს მხოლოდ იმიტომ, რომ დავინჩის ''მონა ლიზათი'' დატკბნენ. მეცნიერები და ხელოვნებათმცოდეები ცდილობენ ორი უდიდესი საიდუმლოება გაშიფრონ '' მონა ლიზას'' შესახებ. ვინ არის პორტრეტზე ასახული არსება? ( ვწერ არსებას, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ იგი არის კაცი, ცხოველი, ქრისტე და ა.შ) და რა არის მისი დამცინავი ღიმილის მიზეზი ან მიზანი.
იტალიელეიბი ამბობენ, რომ მონა ლიზა იტალიელი ვაჭრის ცოლია და ეს ინფორმაცია მის ვინაობასთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებულია, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებები, რომლებიც დასაბუთებულია.
არის მოსაზრება, რომ მონა ლიზა ლეონარდოს ავტოპორტრეტია, რადგან ლეონარდოს სახის ნაკვთები ანალოგიურია პორტრეტზე გამოსახული ქალის სახისა.
ბრიტანულმა გამოცემამ ''The Telegraph'' გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეცნიერებმა ახალი აღმოჩენები გააკეთეს. მათ ''მონა ლიზას'' დაკვირვება დაიწყეს ჰორიზონტალურ პოზიციაში და აღმოაჩინეს, რომ ნახატზე გამოსახულია ლომის თავი, ნიანგი და გველი, რომელიც ქალის მარცხენა ხელიდან გამოდის. ახალი აღმოჩენები ნახატს შინაარსობრივად ცვლის. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ გველი, რომელიც ქალს ხელში უკავია ასოცირებულია შურთან, და შეგვიძლია, ჯოკონდას ღიმილიც შურს მივაწეროთ, თუმცა ამ მოსაზრებას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. მეცნიერები იშველიებენ ლეონარდო დავინჩის სიტყვებს, რომელიც მან ''მონა ლიზას'' შესახებ დაწერა : '' მე მას მივეცი ავაზას ტყავი და ის ქმნილება კლავს ლომს შურით'', ამიტომაც გამორიცხული არაა მონა ლიზას საიდუმლო რამდენადმე დაკავშირებული იყოს ცხოველებთან.
რაც შეეხება ჯოკონდას იდუმალ ღიმილს ის ბევრისთვის ქცეულა შთაგონების წყაროდ და ბევრიც სასოწარკვეთილებაში ჩაუგდია. 1852 წელს ფრანგი ხელოვანი, ლუკ მასპერო სასტუმროს ოთახის აივნიდან გადახტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო მონა ლიზას ღიმილის მიზეზი გაეგო.
ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ დავინჩიმ მისივე გამოგონება, ''სფუმატოს'' ტექნიკა გამოიყენა, რაც ნახატს რამდენადმე აბუნდოვანებს და მნახველს აძლევს საშუალებას თავისივე ფანტაზიით განავრცოს იგი.
ასევე აღსანიშნავია ის, რომ როდესაც მთლიონაბაში უყურებ ნახატს შენ ამჩნევ ღიმილს, თუმცა თუკი მხოლოდ ტუჩებს სეხედავ ღიმილი ქრება. '''მონა ლიზას'' ღიმილი მაყურებლის პერსპექტივაზე და აღქმაზეცაა დამოკიდებული.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ როდესაც დავინჩი პორტრეტს ხატავდა, ქალმა მოიწყინა და დავინჩიმ მას გამრთობები მოუყვანა. ამით შეიძლება ჯოკონდას უცნაური ღიმილი აიხსნას, რადგან წარჩინებული ქალბატონები ხშირად ინებივრებდნენ თავებს გამრთობებით.
ისიც არსანიშნავია, რომ ჯოკონდას წარბები არ აქვს. ამის მიზეზი კი დადგენილია და სადაო აღარაა. რენესანსის ეპოქაში გაპარსული წარბები მოდურად ითვლებოდა ქალებში.
''მონა ლიზას'' შესახებ უამრავი სხვა მოსაზრება არსებობს და ალბათ კიდევ მრავალ საიდუმლოს ინახავს პორტრეტი.

No comments: