Saturday 26 January 2013

ადრეულ ასაკში დაოჯახება

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ადრეულ ასაკში დაოჯახებაზე. მის უარყოფით და დადებით მხარებზე.  ამ პოსტის დაწერა იმან გადამაწყვეტინა რომ უკვე ხუთი მეგობარი გამითხოვდა ჩემზე პატარები და ჩემი ტოლებიც .
  
მე თექვსმეტი წლის ვარ და ჩვენს ასაკში ყველას  ცხოვრება  ფერადი და ადვილი გვგონია მაგრამ ეს ასე სულაც არ არის ცხოვრება შავთეთრია და ძნელია.

 მოკლედ მოგიყვებით  ჩემ მეგობრის გათხოვების ისტორიას; ერთ საღამოს მე და ჩემი მეგობრები ვიყავით სასეირნოდ  სადაც ჩემი დაქალი შეგვხვდა, მას ერთი ბიჭი უყვარდა  მალე სხვა მეგობარი ბიჭი მოვიდა. მასაც სხვა უყვარდა.  გავაცანი ერთმანეთი ნახევარი სათის შემდეგ დავიშალეთ, ისინი ერთად დარჩნენ დილით კი მომწერეს რომ დაქორწინდნენ, მე მათი ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა მაგრამ მივულოცე .გოგო თექსვმეტი წლის მამით ობოლი იყო და დედა ყველაფერში მხარს უჭერდა ხოლო ბიჭი ოცდახუთის იყო.   მათ დაქორწინებაში ხელი იმიტომ არ შეუშალეს რომ არ იცოდნენ რომ ერთი სათის გაცნობილები იყვნენ და არა დიდი ხნის . ისე მოხდა რომ  ერთი თვის თავზე  სამწუხაროდ გაშორდნენ  ისინი სულ ახალგაზრდები იყვნენ და არაფერი არ გაეგებოდათ ცხოვრების  ეს ყველაფერი სამი თვის წინ დაიწყო და დამთავრდა კიდეც. 
მეორე მეგობარი  სრულიად უცნობ ბიჭს გაჰყვა, გოგო იყო ცამეტის, ბიჭი ოცდაექვსის, საბედნიეროდ ესენი ბედნიერები არიან . 

ადრეულ ასაკში ქორწინების ერთერთი უმთავრესი მიზეზი სოციალური ქსელები გახდა. ისინი იცნობენ ინტერნეტით ვიღაცას,  ჰგონიათ რომ იცნობენ  ქორწინდებიან და ხვდებიან რომ ერთმანეთისთვის სრულიად უცხონი არიან.  ასე ინგრევე შემდგომში მათი ოჯახები  და ზოგჯერ მათი ცხოვრებაც. 
 მინდა ამ პოსტით ყველას მოვუწოდო  სანამ ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავ კარგად დაფიქრდი და მერე გადაწყვიტე, რადგან  ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული შენი ცხოვრება და შენი მომავალი,
 ჩვენ ახალგაზრდებს ქორწილი  მხოლოდ გართობა გვგონია სადაც ლამაზად გამოფრაჭულები  ვიქნებით და დროს გავატარებთ და მეტი არაფერი  ზოგს მარტო მაგისთვის უნდა გათხოვება რაც ძალიან ცუდია.

საქორწილო კაბები 2011-2012 წლებისთვის - ნაწილი 1 (149 ფოტო)

No comments: