Wednesday 2 January 2013

კურიოზული დანაშაული

10 ადგილი

კურიოზული დანაშაული - 10 ადგილი



ახალგაზრდა ამერიკელი დედიკო დაიჭირეს, იმ მომენტში როცა პოლიციელი მის შვილს ძაღლებით ნარკოტიკის აღმოჩენის დემონსტრირებას უტარებმა. ნარკოტიკებზე დაგეშილმა ძაღლმა ახალგაზრდა დედიკოს ჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინა.


9 ადგილი
ახალგაზრდა კაცი შეიჭრა მაღაზიაში და გამყიდველს კასიდან ფულის ჩანთაში ჩაყრა მოთხოვა. მას შემდეგ რაც მთელი ფული ჩანთაში მოათავსა, თვალი მოკრა ვისკის დიდ ბოთლს და გამყიდველს მისი ჩანთაში ჩადება უბრძანა. გამყიდველმა პირადობის მოწმობა მოთხოვა, რადგან ეჭვობდა რომ თავდასხმელი 21 წლის არ იყო, რაზეც უარი არ მიიღო. მას შემდეგ, რაც შეისწავლა თავდასხმელის პირადობა ვისკი ჩანთაში ჩაუდო და დაემშვიდობა. უიღბლო დამნაშავე ორ საათში აიყვანეს, რადგან პირადობაზე ყველანაირი ინფორმაცია ეწერა მის შესახებ.

 8 ადგილი

ქალმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად დაამატა რომ მანქანაში ტელეფონიც ქონდა დარჩენილი. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს უთხრა, რომ გაზეთში წაიკითხა მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა. დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა, დაიჭირა, გაასამართლა და ციხეში ჩასვა.

7 ადგილი
ერთმა ამერიკელმა "გენიოსმა” გადაწყვიტა ბანკის გაძარცვა. მიაკითხა Bank of America-ს და დეპოზიტის კარტაზე ამოჩხაპნა "ეს ძარცვაა. ჩაალაგეთ ფული ჩანთაში”. ამის შემდეგ ჩადგა რიგში. რიგში დგომისას ეჭვმა შეიპყრო, რომ ვინმეს შეიძლებოდა დაენახა რა ამოჩხაპნა და სასწრაფოდ დატოვა ბანკი. გადავიდა მოპირდაპირე გზაზე და შევიდა Wells Fargo Bank-ში. იქ უფრო ცოტა ხალხი დახვდა და რიგში ჩადგა. როცა სალაროსთან მივიდა დეპოზიტის კარტა გაუწოდა ოპერატორს. ოპერატორი მიხვდა რომ ჩვენი გმირი ჭკუის ნაკლებობას განიცდიდა და უთხრა, რომ ეს კარტა Bank of America-ის იყო და მისი მიღება არ შეეძლო. ის უნდა დაბრუნებულიყო Bank of America-ში რომ
გადმოეყვანათ Wells Fargo Bank დეპოზიტზე. ჩვენმა "გენიოსმაც” დატოვა ბანკი. მისი გასვლის შემდეგ ოპერატორმა ეს ყველაფერი პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე წუთში ის დაიჭირეს. აბა თუ გამოიცნობთ სად? Bank of America რიგში
6 ადგილი
ინგლისელი მძღოლი მოძრაობის წესების დარღვევისას კამერამ დააფიქსირა და სახლში ფოსტით მიუვიდა 40 ფუნტი ჯარიმის გადასახდელი ქვითარი და მანქანის სურათი დარღვევის მომენტში. იმის მაგივრად რომ გადაეხადა მან პოლიციაში გააგზავნა 40 ფუნტიანი კუპიურის სურათი. ცოტა ხნის შემდეგ კიდე მოუვიდა ფოსტით სურათი სადაც ბორკილები ეხატა. ამ სურათის ავტორისეული ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა , რომ გაორმაგებული ჯარიმა იმ დღესვე იქნა გადახდილი.


 5
ადგილი
ამერიკეაში ერთმა კაცმა სიგარები იყიდა. იგი ისეთი ძვირფასი იყო, რომ დაზღვევა გადაწყვიტა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ორი თვის შემდეგ სიგარები გათავდა. მას, კი სადაზღვეო კომპანიაში თანხა ჰქონდა შესატანი. მან კომპანიას განუცხადა, რომ მისი სიგარები მცირე ხანძრის შედეგად დაიწვა. კომპანიამ რა თქმა უნდა უარი განუცხადა ანაზღაურებაზე, რაზეც სასამართლოში უჩივლა. ჯელტმენმა საქმე მოიგო, სადაზღვეო კომპანიას 10 000 დოლარის გადახდა დაეკისრა “დაზარალებულის” სასარგებლოდ. მაგრამ ჩეკის აღება მაინც ვერ მოასწრო, რადგან პროცესის დასრულებისთანავე ის დააკავეს, დაზღვეული ნივთის ძალით გადანგურების ბრალდებით და მიესაჯა 24 თვით პატიმრობა და 25 000 დოლარი ჯარიმა.
ყველაზე სასაც
4ადგილი
 
ერთმა ქალბატონმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცების შესახებ, განაცხადში აღნისნა, რომ მანქანაში მობილური ტელეფონიც დარჩა. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს განუცხადა, რომ ერთ-ერთ გაზეთში წაიკითხა მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა.პოლიციელმა დაუთქვა გამტაცებელს შეხვედრა, შეხვდა, დაიჭირა და გაასამართლა.
3
ადგილი



მოსეირნე ახალგაზრდა ბიჭი დაინტერესდა პოლიციელების ახალი კომპიუტერით, რომელიც დამონტაჟებული იყო მანქანაში და თხოვა ეჩვენებინა როგორ მუშაობდა. პოლიციელმა პირადობის მონაცემები გამოართვა და შეიყვანა კომპიუტერმა. აღმოჩნდა რომ ინტერესიანი ახალგაზრდა შეიარაღებული ძარცვისთვის იძებნებოდ.

2 ადგილი

ორი შეიარაღებული პიროვენბა შეიჭრა მუსიკალურ მაღაზიაში. იარაღის აქეთ იქით ქნევით ერთ-ერთმა დაიყვირა: "არავინ გაინძრეს, თორე ვესვრი!”. როცა მისი მეგობარი სალარო კასისკენ დაიძრა მან თავისი სიტყვა შეასრულა და დაჭრა.

 1ადგილი


ამერიკის ერთ-ერთი შტატის სასამართლოში ბრალდებულმა, რომელსაც ნარკოტიკების შენახვაში ედებოდა ბრალი, განაცხადა რომ ის უკანონოდ, ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. პროკურორმა განაცხადა, რომ იმ მომენტში მისი კურტკა საეჭვოდ გამოიყურებოდა და პოლიციელს ეჭვი გაუჩნდა, რომ კურტკის შიგნით იარაღს მალეავდა და ასეთ შემთხვევში ჩხრეკისათვის ორდერი არაა საჭირო. “სრული იდიოტობაა”-თქვა ბრალდებულმა-” მე იმავე კურტკაში ვზივარ და მითხარით სად შეიძლებოდა იარაღის დამალვა?”. ამ სიტყვებთან ერთად კურტკა გაიხადა და მოსამართლეს გაუწოდა, რომელმაც კურტკის შინგნით კოკაინის შეკვრა აღმოაჩინა. გამოცხადდა შესვენება, რადგან მოსამართლე ხუთიოდე წუთის განმავლობაში სიცილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა.
სასცილო დანაშაული - 1

No comments: