Saturday, 30 November 2013

ტყლაპის შეჭამანდი

 საჭირო მასალა


1).  ტყლაპი სქლად დასხმული და გამხმარი

2). ხახვი   3). ერბო



4). ფქვილი


მომზადების წესი ავადუღებთ წყალს შიგ ჩავყრით ტყლაპის ნაჭრებს  გავალგობთ დავუმატებთ ფქვილს  გასასქელებლად  შემდეგ მოვწვავთ ხახვს და ერბოს და დავასხამთ და საჭმელი მზადა ის უნდა ვჭამოთ ცხელი

ამ რეცეპტს ვერ ნახავთ სხვაგან  რადგან დიდიხანია მიეეცა მივიწყებას და მე მიამბო 90 წლის ქალმა როცა სოფლებში ვეძებდი  ძველ მესხურ კერძებს

მადლობთ რომ სტუმრობთ ჩემ ბლოგს

Wednesday, 13 November 2013

ყიდვა მანია






რა არის ეს

გეძახიან ვიტრინები

ის რაც აწუხებს ახალ თაობას  ყველაფრის ქონის სურვილი  და მათ არც კი აინტერესებთ ეს ნივთი სჭირდება თუ  უბრალოდ ხედავს და  უნდა მაგრამ გაქ კი ან აქვთ შენს

მშობლებს მაგდენი ფული ისინი ხომ შრომობენ რომ შენ არაფერი გაკლდეს მაგრამ შენ ამ ფულს უინტერესო ნივთებს ახარჯავ

გინდა კი ისეთი ნივთის ყიდვა რასაც მხოლოდ 1 გამოიყენებ და მერე სადმე კუთხეში მიაგდებ და კვლავ მიაკითხავ მშობელს არა არ გჭირდება და სწორედ ეს უნდა გაიაზრო

 როცა ერთი შეხედვით სასურველ ნივთს ყიდულობ კაგად დაფიქრდი  და მიხვდები  გირს ამად აი მაშინ შეძლებ  ფულის დაზოგვას და არც იმაზე იდარდებ რა უყო ამდენ უინტერესო ნივთს რომლებიც კარადაში ცხოვრობენ

გეძახიან ვიტრინები არ მოუსმინნო მას

ურააააააააა როგორც იქნა

გამარჯობათთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ



დავბრუნდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

გაფუჭებული მქონდა და ვერ შემოვდიოდი რო დამეწერა არადა რამდენი რამ მოხდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა


დღეიდან ვიწყებ წერას  ვაიმე როგორ მომენატრა თქვენ ხო არ იცით

ხო და რა ხდება  გაგრდზელება უკვე სხვა უამრავ პოსტშიი მიყვარხართ  ჭრიჭინა

Sunday, 29 September 2013

სიძულვილის ენა


 რას ნიშნავს ეს სიტყვები ან რა გაგიელვათ თავში

  ეს ენა მოიცავს შემდეგ სიტყვებს;    ვერ გიტან იდიოტო მახინჯო საზიზღარო და ეგრეთწოდებული გინებები რასაც ჩვენ ქართველები ხშირად ვიყენებთ (მე არ ვიყენებ)

სამწუხაროა ის ფაქტი რომ ქალებმაც და ახალგაზრდა გოგონებმაც დაიწყეს ხმარება

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რო ეს საშინელი სიტყვები ხმარებიდან ამოვიღოთ

პირველ რიგში  საჭიროა ტრენინგები  სკოლებში  როგორც ბავშვებს ისე მასწავლებლებს რადგან მომსწრე ვარ როგორ იყენებენ მასეთ სიტყვებს ბავშვებთან

 მადლობელი ვიქნები თუ დაუკვვირდებით ყველა სიტყვას   სანამ იტყვი რადგან შენს გარშემო ბავშვები არიან და მათთვის მაგალითი ხარ:) :)

მადლობა ყურადღებისთვის ველი კომენტარებს თუ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით  :) :) :)

Saturday, 3 August 2013

გასული პოლიტიკურად ცხელი ზაფხული

გოგონა დროშით მე ვარ

დღეს 2013 წელია 3 აგვისტო მზე ისევ ანათებს და გაყინულ სულებს კვლავ გვითბობს  
 ზუსტად 1 წლის  წინ  ამ დგეს დაიწყო რაღაც ახალი ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთერთი მნიშვნელოვანი ატაპი  

დრო ცოცა დავიწყე ბრძოლა სამშობლოსთვის  სწორედ ამ დღეს გავწევრიანდი  ახალციხის : ქართულ ოცნებაში  
ყოველ დღე გადატვოირთული გრაფიკით გვიწევდა მუშაობა დილიდან გვიან ღამემდე დავდიოდით აქციებძე შეხვედრებზე ხალხთან  ყოველ დღე გვიწევდა  ქალაქში პლაკატების და ფლაერების გაზეთების დარიგება და გავრცელება  საღამოს როცა მოვრჩებოდით ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი გვიხდებოდა  რადგან  სხვა პარტიის წარმომადგენლები  კერძოდ ნაცები  ყველაფერს ხევდნენ ყრიდნენ წვავდნენ მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და პაქტი სახეზეა 

ეხლა ამბობენ რომ  ხელს არ ვუშლიდით და არ ვდევნიდითო მაგრამ მე ხომ მოწმე ვიყავი ამის  პოლიცია კუდში დაგვყვებოდა და თვითონვე ანადგურებდნენ ჩვენს ნამუშევარს  დაგვდევდნენ გვაშანტაჟებდნენ გვიჭერდნენ ხო  კინაღამ მეც დამიჭირეს  

ხალხი ისე იყო დაშინებული ხმასაც არავინ აღარ მცემდა ქუჩაში   რადგან ოცნების მაისური მეცვა  
 ერთხელ ჩემი მეგობრები  და თანამოაზრები  ჩემი გუნდის წევრები ცემეს და  მაიკები დაწვეს ამის მერე სულ დაცვით დავდიოდით   და მერე მანქნით სათითაოდ მივყავდით ყველა სახლში  

ერთ საღამოს ტაქსით მინდოდა წასვლა მაისური აღარ მეცვა რადგან მაგ შემთხვევაში ახლოს არ გამეკარებოდნენ  რო მივედი  ტაქსისტებთან დამეხვნენ  სად წაგიყვანოთო უცებ ყველა გატრიალდა  ვერ მივხვდი რა მოხდა ამ დროს დავინახე ერთერთის თვალები საით იყურებოდა ეს ჩემი გულსაკიდი იყო წარწერით " კოალიცია ქართილი ოცნება "  მარი ყირიმლიშვილი "  რაც მომწმობდა რომ მე ოცნებიდან ვიყავი  ერთი სიტყვით ყველამ ბუზები დაიფრთხო  არ გვცალიაო და არ წამიყვანეს :)

მიუხერდავად ამ გადატვირთული გრაფიკისა და ზეწოლისა მაინც მაგარი დრო გავატარე  გავიცანი მაგარი ხალხი გავიჩინე მეგობრები  მერგო პატივი  მემუშავა გუნდური სულის კვთებით   ახალციხეს რა ტერიტორიაც და სოფლებიც ეკუთვნის ყველა ვნახე ანუ ერთგვარი ექსკურსიაც იყო ჩემთვის მანამდე არ მქონდა ნანახი  

საბოლოდ კი გავიმარჯვეთ   ზუსტად 1 ოქტომბრის დასასრულს და  2 ოქტომბრის დასაწყისში როცა მივხვდით რომ გავიმარჯვეთ და ჩვენი შრომა წყალს არ გაჰყვა საზეიმოდ გაიხსნა შამპანური  ბახხხხ და საცობი ავარდა მაღლა და უცებ ბუხხ და მე მომხვდა ეხლაც მაქ  საცობი გამარჯვების ნიშანი 

Sunday, 14 July 2013

მესხური კერძები 1





მოგესალმებით დღეს გაგაცნობთ მესხურ ტრადიციულ კერძებს რომელიც მივიწყებას მიეცა   ამ პოსტში გიამბობთ  საჭმელ ყაისაფაზე

ინგრედიენტები:

  ვაშლის ჩირი
  ჭანჭურის ჩირი
 მსხლის ჩირი
  ბლის ჩირი
  კომშის ჩირი
   ლეღვის ჩირი
  ატმის ჩირი
 ქლიავის ჩირი
 გარგრის ჩირი
 წირნის ჩირი
პანტის ჩირი
და ასე შემდეგ ყველა ხილის ჩირი შეგიძლია გამოიყენი რაც გაქვს

ხახვი
სასურველია ერბო და თუ არ გაქვს ზეთიც წავა
ცოტა ფქვილი
მარილი
შაქარი
მწვანილი ყველა გემოვნებით


მომზადება
  
ავადუღებთ წყალს  ქვაბით შიგ ჩავყრით ჩირს რაც გვაქ ან რაგ გვინდა
  მერე ცალკე ტაფაზე მოვწვავთ ხახვს წვრილად დაჭრილს ერბოში (ზეთი)  გავაწითლებთ და ჩავასხამთ ქვავში  მერე ქვაბში ამოვუკიდებთ ცოტაოდენ ფქვილს რომ ცოტა გასქელდეს და უფრო ნოყიერი გახდეს მარილი გემოვნებით   ვისაც უნდა შეუძლია შაქარიც უყოს  ბოლოს კვერცხი ( მაგრამ კვერცხს ყველა არ უკეთებს  ანუ გემოვნებაზეა თუ გიყვარს უქენი )  ბოლოს ბლომად მწვანილი წვრილად დაჭრილი და მზადა შეგიძლია მირთვა   :)

Monday, 8 July 2013

ირგვლივ ერთფეროვნება :(

მომბეზდა უკვე ყველაფერი ყველაფერი ერთფეროვანი რა კაი იქნება   რამე ხდებოდეს ისეთი რაც ცხოვრებას გასხვანაირებდა

მენატრება ბავშობის ის ტკბილი წლები როცა მჯეროდა რომ არსებობდა თოვლის ბაბუა რომელიც ცხოვრების ყველას გვილამაზებდა იმ ადრეულ წლებში მაგრამ ფაფუუ  გაქრა ნელნელა ქრებიან ყველა

რა კარგი იყო მჯეროდა რომ არსებობდნენ კუდიანები ცოცხით ( ახლაც არიან ცოცხიანები ადამიანები :(     )

რომლებიც წაგიყვანდნენ თუ არ დაიძინებდი ადრე ასევე იყვნენ კეთილი ფერიები რომლებიც ყოველ დღე ლოგინში ტკბილ  და ფერად კამფეთებს მიტოვებდნენ რომ ტკბილად დამძინებოდა

ეს ყველაფერი ძალიან მენატრება ბოროთი კუდიანებიც და ფერიებიც  ტოვლის ბაბუაც  ვიცი სისულელეა მაგრამ მსიამოვნებს მათზე ფიქრი მინდა არსებობდნენ ისინი და კიდე ვამპირები მაქციები  ( ეს არ გეგონოთ იმიტომ მინდა რომ ბინდი ზეგავლენა :)  )
არა უბრალოდ მინდა არსებობდნენ ჯადოქრები ისინი ვისაც შეუძლია ერთი ხელის მოსმით მინდორი გამწვანოს ლამაზი ყვავილები ამოიყვანოს და ესე შემდეგ

მინდა მჯეროდეს მათი არსებობის ეს ხომ ყველაფერს შეცვლიდა ცხოვრება უფრო საინტერესო გახდებოდა  ხშირად ვოცნებოდ და ვცხოვრობ ჩემს შექმნილ სამყაროში სადაც არიან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი   იმდენად ძლიერია  მათი სურვილი რომ გულის სიღრმეში მჯერა რომ სადღაც შორს ქათქათა ღრუბლებს მიღმა ცხოვრობენ ფერიები  რომლებიც  მზის ამოსვლისას ღებავენ ღრუბლებს  თოვლის ბაბუა რომელიც დამწუხრებული ზის ბუხარტან რადგან ვეღარ არიგებს საჩუქრებს რადგან არცერთი ბავშვი არ იქცევა კარგად ეს  კი გულს მტკენს

როდესაც მათზე ვფიქრობ აღარ მიდა გამოფხიზლება და ამ უღიმამო ცხოვრებაში დაბრუნება  :) :) :) :)

მე მჯერა მათი არსებობის და მუდამ ასე დარჩება რადგან მე ისინი მჭირდებიან :) :( :) :(
იმედია არის ვინმე ვინც ფიქრობს მათზე  და სჯერა მათი