Tuesday 15 January 2013

სტერეოტიპები და ცრურწმენები

ბევრი ვიფიქრე როგორ დამეწერა ეს თემა რადგან განსხვავებული ყოფილიყო სხვებისგან. და უფრო საინტერესო წასაკითხი გამხდარიყო; ამიტომ მე გადავწყვიტე ჩამეტარებინა პატარა გამოკითხვა ახალციხეში რაც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო რაშიც დამეხმარნენ ჩემი მეგობრები.
     და ეხლა მე  თქვენ გაგაცნობთ გამოკითხვის შედეგებს მე ქალაქში გამოვკითხე ასამდე ადამიანი და ეს გამოკითხვები ჩავატარე სხვადასხვა ასაკის ადამიანებში:ბავშვებში,თინეიჯერებში, ზრდასრულებში და მოხუცებში.

        მათ მე ვეკითხებოდი რა ცრურწმენები იცოდნენ და რომელი ცრურწმენის სჯეროდათ .

         ბავშვების უმეტესობა ასახელებდა შემდეგ ცრურწმენებს;

1).თუ ფეხი დაგადგა ვინმემ მაშინ თუ შენც არ დაადგამდი დედა მოგიკვდებოდა, სხვათაშორის მეც მჯეროდა მაგის ბავშობაში,:D

2). მარილი თუ დაგეპნეოდა  ვინმე გეჩხუბებოდა თუ ზედ წყალს არ დაასხავდი,

3).  თუ გზაზე შავი კატა გადაგირბენდა დაითარსებოდი, მეც მჯეროდა მაგის   და სანამ სხვა არ გაივლიდა გზას არ ვაგრძელებდი, მაგარამ ეხლა ამ ცრურწმენის აღარ მჯერა რადგან ერთერთმა მღვდელმა თქვა რომ პირიქით ეს კარგი იყო,

 4).სარკეს თუ გატეხავდი 7 წელი უბედური იქნებოდი,




  
     ტინეიჯერებში აქტუალურია შემდეგი  ცრურწმენები:
1). თუ მაგიდის კუთხეში დაჯდები შვიდი წელი ვერ გათხოვდები ან  ცოლს ვერ მოიყვან, მე მაგალითად მაგის არ მჯერა და კუთხეში მიყვარს დაჯდომა,

2).თუ სარკე გაგიტყდება 7 წელი  ვერ გათხოვდები ან  ცოლს ვერ მოიყვან.

3).აქაც რჩება ისევ შავი კატა და მარილის დაპნევა.

4).ასევე თუ ტანზე იკერავ რამეს თავზე უნდა გედოს ძაფი რათა ბედი არ შეგეკეროს
.
5).თუ ვინმეს დანას ხელიდან ხელში მიაწვდი ტარის მხრიდან უნდა მიაწოდო რათა მისი ცოდვები შენთან არ გადმოვიდეს ან პირიქით.




ზრდასრულები უფრ სერიოზულად მოეკიდნენ ამ კითხვებს და ჩვენს შორის გაიმართა  დიალოგი, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად რეალურია ეს  ცრურწმენები ერთ-ერთ მათგანმა მოგვიყვა რეალური ამბავი რომლის თვითმხილველი თითონ იყო, მის ნათესავს ყავდა ბიჭი, რომელსაც უყვარდა ერთი გოგო და ბიჭის მშობლებს არ მოსწონდათ იმისთვის რომ გაეგოთ ეს გოგო იყო თუ არა ამ ბიჭის საბედო გაკეტეს ასეთი რამ სარკის წინ დადეს სანთელი  და ამ სარკესში ბიჭს უნდა ჩაეხედა მანამდე ამ სარკეში არავის  ქონდა ჩახედული და როცა ბიჭმა ჩაიხედა სარკე გადაყირავდა და გატყდა.  ერთი წლის შემდეგ კი გარდაიცვალა.

ასევე ერთი ძალიან საინტერესო რამ მის ბავშობაში  მომხდარა,  მის მეზობელ გოგოს ქონია უცნაური თვალი რასაც ის დაჟინებით შეხედავდა ის ნივთი ან იწვოდა ან იმსხვრეოდა.  მან ერთხელ  როდესაც შეხედა  ფანჯარას  მინა გატყდა და ნამსხვრევები სულ გარეთ გადაცვივდა, შემდეგ როდესაც მან შეხედა საწოლს  უცებ ამ საწოლს ცეცხლი გაუჩნდა. 
  ასევე სხვები  ამბობდნენ  შემდეგ ცრურწმენებს /
.1). თუ წარბი გითამაშებს  სამჯერ უნდა აკოცო  და გაგივლის ეს იმიტომ რომ რაც შენ დაინახე  საიდუმლო არ გაგცეს თვალმა 

2).სახლის საღამოთი გადაგვა არ შეიძლება  ბარაქა წაუვა ოჯახს

3).ასევე ახალდაბადებულ ბავშვს ვინც ნახავს  მანამდე ასანთი უნდა ანთოს და გარსემო შემოიტაროს და ისე ნახოს.  
4).ასევე ღამით ვინმეს რო აკოცო ვინც შენი ოჯახის წევრი არა არ შეძლება 

5).სახლში სტვენა .ცუდია

ასაკიანები ამბობენ; 
1).რომ  როცა მკვდარია სახლში  სარკეებს  რამე უნდა ჩამოაფარონ რომ სული შიგ არ ჩაიკეტოს და მერე ვინც ჩაიხედავს სარკეში მკვდარი გამოჩნდება შიგნით.

2).ღამით საღეჭი რეზინი არ უნდა ღეჭო ცუდია ვითომ მკვდრის ხორცს ღეჭავ .
3). ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ცრურწმენა

სომხები ამბობდნენ რომ ღამით არავის არ უნდა ასესხო ფული ბარაქა გაჰყვებაო

გამოკითხვებიდან უმრავლესობა ამბობს რომ არააა ყველა ცრურწმენა მართალი  და რომ არაა სწორი მაგრამ მაინც ყველა ითვალისწინებს მათ

ეხლა მე მინდა ვისაუბრო იმაზე თუ რა არის ცრურწმენა და საიდან მომდინარეობს. ჩვენ ყველამ ეს ცრურწმენები ვიცით ჩვენი წინაპრებისგან,  მაგრამ რა ცრურწმენებიც ჩვენ ვიცით დღეს-დღეობით მცირედია იმასთან შედარებით რაც იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა.  ეხლა კი მე მინდა გითხრათ ისა თუ რატომ გავაკეთე მე ეს გამოითხვა და ამით მე რისი დანახება მინდოდა თქვენთვის, როგორც ნახეთ მე გამოკითხვა სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებს შორის გავაკეთე  და თქვენც შეამჩნევდით იმას რომ რაც დიდია ასაკი იყო მით ბევრი ცრურწმენა იყო მათთვის ცნობილი. ხოლო ასაკთან ერთად კლებულობს ცრურწმენების  რაოდენობა .აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ თუ რა არის ცრურწმენების მოშორების გზა ,ეს არის დრო . ნათქვამია "დრო ყველაფრის მკურნალიაო" მაგრამ ჩემი აზრით დრო კი არ არის მკურნალი არამედ დრო გვავიწყებს ჩვენ ამ ყველაფერს  და იმისთვის რომ სამუდამოდ გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან ეს ცრირწმენები უნდა მოვიცადოთ. დროს მივანდოთ ყველფერი და დრო ისე გაქრობს ამ ყველაფერს ვერც მივხვდებით ამას.


 სტერეოტიპები 


სრერეოტიპი ეს არის ვინმეს მოსაზრება რაიმე საკითხზე რომელსაც იზიარებენ სხვებიც .  მაგრამ არ  უფიქრდებიან  სწორია თუ არა ეს მოსაზრება. მაგალითდად ვინმემ რომ თქვას  შავ კომიუტერზე წითელიაო და შენ შეუხედავად დაეთანხმო   ეგ არის სტერეოტიპი.

  გავრცელებული სტერეოტიპებია
1). კაცებში ის რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს და მხოლოდ სახლში და სამზარეულოში  უნდა იყოს .
2).   ქალებში არის გავრცელებული შემდეგი  სტერეოტიპი რომ ყველა კაცი ერთნაირია .

3). ხალხში გავრცელებულია  ის რომ თუ   კაცი ცოლს  ერთხელ  უგალატებს უნდა აპატიონ რადგან კაცია  ხოლო თუ პირიქით მოხდა გაშორდეს .

 4).ასევე მოხუცებშია გავრცელებულა. თუ კაცი ცოლს სცემს  ეს დასაშვებია და ცოლმა ეს უნდა აიტანოს 

 5).ახალგაზრდებში,გოგოებში დედამთლი ცუდია, ბიჭებში სიდედრი ცუდია ,


მე მინდა ყველას ვუთხრა და მოვუწოდო იმისკენ სანამ ვინმეს მოსაზრებას დაეთანხმება მანამდე დარწმუნდეს მის სისწორეში  და იმაში მართლა ფიქრობს შენ  თვითონ მასე თუ არა 
შიძლება ვინმემ თქვას  რომ მარტო ცუდი სტერეოტიპები და ცრურწმენები ხომ არ არის,არის კარგიც მაგრამ  კარგსა და ცუდ სტერეობებსა და ცრურწმენებს  არნაირი განსხვავება არ აქვს ორივე აფსურდია .
 ამ ყველაფრის მოშორება იმისთვისა საჭირო  რომ ვიცხოვროთ უფრო ჯანსაღ  და განვითარებულ გარემოში. მთავარია მოვიცადოთ და ეს ყველაფერი თავისით მოხდება . მაგრამ ისიც უნდა შეგახსენოთ რომ ამ ყველაფერს ბევრი დრო დასჭირდება რადგან სტერეოტიპებს და ცრურწმენებს დიდად აქვს გადგმული ფესვი ჩვენს ცხოვრებაში და მისი ამოძირკვა არც ისე ადვილი პროცესი იქნება.

იმედია მოგწონთ  ჩემი პოსტი ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს ქეთის და თათიას დახმარებისთვის და  და ჩმს რესპოდენტებს





12 comments:

Anonymous said...

კარგი პოსტია :)

Unknown said...

მარი კარგია, რომ ახალციხეში გამოკითხვა ჩაატარე, თუ რა ცრურწმენები იცის ხალმა, მაგრამ უფრო უკეთესი იქნებოდა, თუ შენ დამოკიდებულებასაც გამოხატავდი ცრურწმენების მიმართ. სტერეოტიპზე კი შეგეძლო უფრო ვრცლად დაგეწერა. პატონი პაატას მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები, რომ დაგეწერა უფრო საინტერესო გექნებოდა პოსტი. რა გავლენას ახდენს სტერეოტიპები ჩვენს ცხოვრებაზე და საჭიროა თუ არა სტერეოტიპებისა და ცრურწმენების დაძლევა? თუ საჭიროა, როგორ? რა კავშირია სტერეოტიპებსა და საკუთარი თავის ან სხვების აღქმას შორის?

Unknown said...

კარგია მარი, მომწონს რომ ცდილობ განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, მეც ასე ვიქცევი :D

Unknown said...

madlobt rom moiwonet da rchevebsac gavitvaliswineb upro dawvrilebit

Unknown said...

kargi iqneba tu gaitvaliswineb imitom rom posti ar momewona

Anonymous said...

პოსტი არც მე მომეწონა )) დასკვნა არაააქვს )) როდესაც წერ თემას იქ სასვენი ნიშნებიც უნდა გაითვალისწინო რაც შენთან არ ჩანს )) კარგია რომ იცდილე .. მომავალში გაითვალისწინე სხვისი რჩევებიც ))

marika chilashvili said...

mar magari xar magari postia.tan eg tineijerebi mecnobian xom ici...... :D :D :D

Unknown said...

kai erti mecccccc genacvale mar miyvarxar icodiiiii

marika chilashvili said...

chemi sixaruli daqali magaria xar yvelafershiiiiiiiiiiiii

Unknown said...

kai ar gamawitlo exla

Unknown said...

saintereso postia.. momewona.. warmatebebs gisurveb

Unknown said...

madloba dzalian mixaria rom mogwonssss